არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
ეროვნული სატყეო სააგენტო კოლხური ბზის კორომების დამუშავების მე-3 ეტაპს იწყებს
16:14 04-08-2017
ეროვნული სატყეო სააგენტო კოლხური ბზის კორომების დამუშავების მე-3 ეტაპს იწყებს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე კოლხური ბზის კორომების დამუშავების მე-3 ეტაპს იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ბზის ალურით დაზიანებული ფართობების შეწამლითი სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონიდან ორშაბათს დაიწყება, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის საკუთრებაში და ტყის ფონდს გარეთ არსებულ ფართობებს დაამუშავებს, ხოლო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ბიოლოგიური საშუალებით ბუნებრივად გავრცელებული ბზის კორომების დამუშავებას 12 აგვისტოდან გეგმავს.

”ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტყის ტერიტორიაზე მავნებლის წინააღმდეგ მხოლოდ ბიოლოგიური საშუალების გამოყენება ხდება, რაც განსაზღვრავს შეწამვლის პერიოდულობას, ღონისძიების განხორციელების ვადებს და პრეპარატის ეფექტურობა, ქიმიურისგან განსხვავებით, დამოკიდებულია მავნე მწერის ბიოლოგიაზე (განვითარების სტადია), შესაბამისად, პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ, სწორედ ამ ვადების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბზის ალურა ცაგერსა და ამბროლაურში მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდა, ამ ტერიტორიებზე წინა წლებში ეს მავნებელი არ ფიქსირდებოდა. იმერეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ფართობების დამუშავებას სააგენტო გეგმის მიხედვით განაგრძობს”, - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს განცხადებით, კოლხური ბზის გადარჩენისკენ მიმართულ ღონისძიებებს სააგენტო 2 წელზე მეტი ხანია ახორციელებს და ზემოაღნიშნულ რეგიონებში ტყის ფონდის ტერიტორიებზე 400 ჰა-ზე მეტ ფართობს ამუშავებს, რიგ ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლის სხვა ღონისძიებებიც ხორციელდება.

”ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სსიპ ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია ვრცელდება მხოლოდ მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, ხოლო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბზის ნარგაობა დიდი ოდენობით გვხვდება კერძო საკუთრებაში არსებულ ფართობებზეც, სააგენტო ურჩევს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგაოებსა და მოსახლეობას მოახდინონ საკუთრებაში არსებული ბზის ნარგაობის დამუშავება. განსხვავებით ტყის ფართობებისა, მცენარეების ინდივიდუალურად დამუშავების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქიმიური ინსექტიციდები, რომლებიც ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი საშუალებების სარეალიზაციო პუნქტებში. სააგენტო თხოვნით მიმართავს მოსახლეობას გამოსაყენებლად შერჩეულ ქიმიურ საშუალებების გამოყენების ნორმებსა და უსაფრთხოების წესებზე გაიარონ კონსულტაციები პრეპარატების შეძენისას”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია მეორე - ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.