არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
ალექსანდრე ელისაშვილი - ერთი პორცია ვაზელინის გადასმით ივანიშვილის კარზე ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი
10:42 12-08-2017
ალექსანდრე ელისაშვილი - ერთი პორცია ვაზელინის გადასმით ივანიშვილის კარზე ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი მიუხედავად იმისა, რომ ერთი პორცია ვაზელინის გადასმით ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი კონკურენტი, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში 3 დღით საცხოვრებლად გადასვლის გამო გააკრიტიკა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გაიგოს როგორია გაჭირვება, მას სადმე სხვაგან „გადაცხოვრება“ არ სჭირდება.
„მე თბილისის პრობლემებით ვცხოვრობ დაბადებიდან. იმისთვის, რომ თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირე გავიგო როგორია, ამისთვის, სადმე გადაცხოვრება არ მჭირდება. ოჯახში გავიზარდე, სადაც სხვებთან ერთად ძალიან მძიმე გაჭირვება ვნახე. პროცენტიანი ვალები, დაყაჩაღებული ჩემი მშობლები. ერთადერთი მარჩენალი ოჯახის - ტაქსი, ძველი „ვოლგა“ იყო და ისიც წაგვართვეს. სადღაც გადაცხოვრებით არ მჭირდება გავიგო, როგორ უჭირთ ადამიანებს.
დღესაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ და ისევე მახრჩობს კრედიტები, როგორც სხვას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პორცია ვაზელინის გადასმით , ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მე მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო და ამისთვის რაღაც წინასაარჩევნო ამბები არ მჭირდება.
იმიტომ მინდა რაღაცეები გამოვასწორო, იმიტომ ვარ გარჯაში თბილისის პრობლემების მოსაგვარებლად 2006 წლიდან, რომ მე თვითონ მაწუხებს ეს პრობლემები. ვიღაც კი არ მიყვება, რომ გლდანში ასე უჭირთ და მოდი წინასაარჩევნოდ იქ იცხოვრე 3 დღით, მე თვითონ მაქვს მსგავსი პრობლემები“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ""მარტივად შემეძლო ერთი პორცია ვაზელინი გადამესვა და ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი ივანიშვილის კარზე" - ალეკო ელისაშვილი"
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას თსუ-მ უმასპინძლა
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუნისეფის
დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს
დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.
მინისტრმა პარასპორტსმენებთან ერთად მიმდინარე სეზონი შეაჯამა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად,
კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თბილისის
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მმართველი
პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო
საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის №10-ში სკვერები მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
დეპუტატი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა
კობა კობალაძე ავჭალაში ლიბანის N1-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის,