არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში ჩაერთვება
12:14 24-08-2017
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში ჩაერთვება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ყველა შვილობილ კომპანიასთან ერთად, ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში ჩაერთვება.

როგორც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ განაცხადეს, ისინი ორი თვის წინ შეუერთდნენ კამპანიას - "აღადგინე" და პირველ ჯერზე 2008 წელს ოკუპანტის მიერ გადამწვარ ტყის ტერიტორიაზე 500 ძირი ხე დარგეს.

„გადაწყვეტილი გვქონდა, რომ შემოდგომაზე, როგორც კი დარგვის სეზონი განახლდებოდა, 500 ძირი ხე კიდევ შეგვემეტებინა, შემდეგ გაზაფხულზე კიდევ და ასე უწყვეტად, ვიდრე საჭირო იქნებოდა. მაშინაც ვფიქრობდით, რომ ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებდით და ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის კეთდებოდა. ახლა ეს ემოცია გაათმაგდა. შეგრძნება, რომ ეს საშვილიშვილო საქმეა (და ეს სიტყვა დღეს ყველაზე შესაფერისი და შესაბამისია), გამძაფრდა. გადაწყდა და ეს იყო ერთობლივი, ყოველი ჩვენგანის ძალიან დიდი სურვილი, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ყველა შვილობილ კომპანიასთან ერთად ("საქნახშირი" "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია","ნეოგაზი", "ტიფლისი სითი", "ქამქი", "ევროპული სკოლა") ჩავებათ ტყის აღდგენის პროცესში. თითოეული ჩვენგანი ვუერთდებით გამოწვევას საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ბორჯომის ტყე იქნება ისეთივე ლამაზი, შრიალა და საამაყო, ვიდრე იყო და ამას ყველანი, მე, შენ, ის - ჩვენ ერთად გავაკეთებთ“, - განაცხადეს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
სემეკი ხვალ, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ ბავშვთა ნეფროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ 11:00-16:00 საათამდე, თბილისიდან მიწვეული პროფესიონალი
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების
განათლების სამინისტრო - სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების საპირფარეშოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
დიმიტრი ქუმსიშვილი - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება,
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა,
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
რობერტ ლოუსონი - ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია
დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა, - ამის შესახებ ფრეიზერის
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი დამტკიცდა და შესაბამისი ვებგვერდი ამოქმედდა
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი დამტკიცდა და შესაბამისი ვებგვერდი ამოქმედდა.