არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4579
EUR
1 EUR
2.8357
RUB
100 RUB
3.8519
22-06-2018
საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ
09:17 04-09-2017
საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევითი გემის Mare Nigrum საშუალებით ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ ”შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება" (EMBLAS) ფარგლებში საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგად 12 სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“. (http://emblasproject.org/wp-content/uploads/2017/04/Georgia_brochure.pdf )

”შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს: დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი; შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბინძურებლების გამოკვლევა; შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა: შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის. სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ.

სამეცნიერო კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს შავი ზღვის ქვეყნებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ”, - განმარტავენ სამინისტროში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წმინდა სინოდმა აჭარელი აღმსარებლის, წმინდა დიაკონ სევერიანეს ხსენების დღე დააწესა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა აჭარელი აღმსარებლის, წმინდა დიაკონ სევერიანეს ხსენების დღე დააწესა, - ამის შესახებ სინოდის კრების ოქმშია
ილია მეორე - ერთის მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება
ერთის მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული
წმინდა სინოდის აზრით, კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს
კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს, - ამის შესახებ სინოდის კრების ოქმშია
წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ აბორტის, მათ შორის შერჩევითი აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა უნდა გაძლიერდეს
უნდა გაძლიერდეს აბორტის, მათ შორის შერჩევითი აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, გატარდეს განსაკუთრებული
სინოდმა მეუფე შიოს სტატუსი დააზუსტა და ის „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ“ განისაზღვრა
საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა. ამის შესახებ წმინდა სინოდის
 საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად
მამა ლონგინოზ სუარიშვილი - მეუფე შიოსთან დაკავშირებით პატრიარქის ბრძანებაში ზოგიერთმა საფრთხე დაინახა სიტყვებში - „პატრიარქის მოსაყდრე“ და არა „საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე“
შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა სინოდის ყველა წევრისთვის ის განმარტებები, რომელიც პატრიარქის მოსაყდრის მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები არქიტექტორებს გამაჯანსაღებელი სივრცეების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც სპორტულ, გამაჯანსაღებელ
ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი 23 ივნისს გაიმართება
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში 23 ივნისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართება.
ზაზა გაბუნია - ქალაქის იერსახე უნდა იყოს მოვლილი და დაცული დამახინჯების საფრთხისგან
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა