არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს
12:52 13-09-2017
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შესაძლოა საოპერაციო გახდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით და დასკვნიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს.

„თავისუფლებაზე ყოფნისას მკურნალობდა და ოჯახისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ის შეიძლება საოპერაციო გახდეს. ამიტომ ვატარებთ ექპერტიზას. უკვე დავნიშნეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ექპერტიზა და რასაც ექიმები იტყვიან, იქიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდეს“, - განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ აბესაძისთვის ჩასატარებელი ოპერაცია საქართველოშიც კეთდება და ოპერაციის გამო მისი საზღვარგარეთ გაყვანა აუცილებელი არ გახდება.

ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემაზე მეტად, უფრო დასაფიქრებელი ოთარ აბესაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

„ჩემთვის როგორც მისი ადვოკატისთვის, უფრო მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მისი დაკავების დღიდან გვქონდა მოლოდინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდებოდა, „შეეგუებოდა“ ამ ვითარებას, თუმცა ის ყოველდღე უფრო და უფრო დეპრესიული ხდება. მე ვფიქრობ, ყველაზე საგანგაშო მომენტი ეს არის“, - განაცხადა გელაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
 „ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის
სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
სემეკი ხვალ, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ ბავშვთა ნეფროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ 11:00-16:00 საათამდე, თბილისიდან მიწვეული პროფესიონალი
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების
განათლების სამინისტრო - სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების საპირფარეშოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
დიმიტრი ქუმსიშვილი - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება,
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა,
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.