არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ვერტმფრენი ჩაერთო
14:07 13-09-2017
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ვერტმფრენი ჩაერთო აზიურ ფაროსანსთან ბრძოლაში ვერტმფრენი უკვე ჩაერთო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ვერტმფრენი ამჟამად სამეგრელოში, კერძოდ აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში მუშაობს. მისივე თქმით, ავიაცია ძირითადად დაუსახლებელ პუნქტებში იმუშავებს, ვინაიდან ვერტმფრენის გამოყენება სოფლებსა და დასახლებულ ადგილებში არ შეიძლება.

„ერთი ვერტმფრენი მუშაობს. იმ ადგილებში გამოვიყენებთ ავიაციას, სადაც სამანქანო ტექნიკა ვერ მიდის. სადაც უსაფრთხოების წესები მოგვცემს საშუალებას, იქ მოხდება ვერტმფრენის გამოყენება. ავიაციის გამოყენება დასახლებული პუნქტების თავზე, სოფლებში და მოსახლეობის სიახლოვეს არ შეიძლება, ამიტომ ის ძირითადად ჭალებში იმუშავებს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, ანჯელის მასივში მუშაობის დასრულების შემდეგ, ვერტმფრენი გურიაში გადასვლას გეგმავს და ისიც იმ ადგილებში იმუშავებს, სადაც არ არის დასახლებული პუნქტი.

„როგორც ცნობილია ფაროსანა მიგრირებს ბუნებაში. ხან თხილშია, ხან სიმინდში და ხან ემზადება გამოსაზამთრებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველგან შეიწამლოს მასობრივად და სწორედ ამას ემსახურება ეს ღონისძიება. ფაროსანას ახლა სიმინდში ვებრძვით, შემდეგ გადაინაცვლებს გამოსაზამთრებლად ველურ მცენარეებში და იქ განვაგრძობთ ბრძოლას “, - განაცხადა ლიპარტიამ.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაახლოებით 20 ათასი ჰექტარის დამუშავება აქვს გათვლილი, რომელსაც ვერტმფრენი დაამუშავებს. ზურაბ ლიპარტია არ გამორიცხავს, რომ კლიმატურ პირობების შეცვლიდან გამომდინარე, დასამუშავებელი ფართობი გაიზარდოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია მეორე - ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.