არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე პარხალის ეკლესიის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან
14:35 13-09-2017
თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე პარხალის ეკლესიის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან პარხალის ეკლესიის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 16 სექტემბერიდან დაიწყება.

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას და თურქ კოლეგებთან ერთად სამუშაოებს განახორციელებენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და კოორდინაციით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ჩართულობით, ქართველი საექსპერტო ჯგუფი 15 სექტემბერიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაემგზავრება თურქეთში (ართვინის რეგიონი, იუსუფელი), როგორც მეთოდოლოგიის გაცნობის და ზედამხედველობის ასევე სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი. ჯგუფთან ერთად იქნება თარჯიმანი ბებური გოზალიშვილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში 5-8 სექტემბერს იმყოფებოდნენ.

სამინისტროს განცხადებით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: პარხალის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას მონასტრები მოინახულა, ასევე კაპადოკიის მხარე.

„ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა შეაფასეს, განსაზღვრეს ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები და მოამზადეს შესაბამისი რეკომენდაციები. მიხეილ გიორგაძემ შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.- მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ქართველ და თურქ ექსპერტებს შორისაც შედგა. შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ კოლეგებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მომზადებული რეკომენდაციები გაუზიარა“, – განაცხადეს სამინისტროში.

სამონასტრო კომპლექსი „პარხალი“ მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში მდებარეობს. პარხალის ეკლესია დავით III კურაპალატმა ააგო (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია მეორე - ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.