არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
სოზარ სუბარი - როდესაც ზოგიერთი პარტია დღედაღამე ატარებს აგიტაციას და თურმე შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული თანხები არალეგალურად გადამალული აქვს
14:37 13-09-2017
სოზარ სუბარი - როდესაც ზოგიერთი პარტია დღედაღამე ატარებს აგიტაციას და თურმე შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული თანხები არალეგალურად გადამალული აქვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როცა ესა თუ ის პარტია დღედაღამე დადის, აგიტაციებს ატარებს და აღმოჩნდება, რომ შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები არალეგალურად აქვთ გადამალული.

სოზარ სუბარი აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც პარტიების შემოწირულობებს ეხება.

“თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300 თუ 700 პარტია 400 ათას ლარად დადის და ეწევა აგიტაციას, ეს არის ტყუილი. ზოგადად ჯობია, რომ ყველა პარტიას დეკლარირებული ჰქონდეს თავისი შემოსავალი. „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული. შესაბამისად, კითხვები უნდა იყოს იმ პარტიებთან, რომლებიც დადიან რეგიონებში, დღედაღამე ატარებენ აგიტაციებს და თურმე შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები აქვთ არალეგალურად გადამალული, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, რომელთა შემოსავლებზე გაჩნდა ეჭვები, ცხადია, მათ პასუხი უნდა გასცენ აუდიტის სამსახურს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ - 323 675 ლარი, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” - 5 432 ლარი შესწირეს.

მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვთ 7.726.993.45 ლარი.

აღსანიშნავია, რომ შემოწირულობებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დაკითხვაზე დაიბარეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება
მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „ინტერპრესნისუს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ახალი ფილიალი ახალქალაქში
ქეთი ალექსიძე - დღეს გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების
სოფიო ხუნწარია - ბიბლიოთეკებში შეიქმნება პოზიცია „საპატიო წიგნის მცველი“, სადაც ასაკოვან თანამშრომლებს დაასაქმებენ
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა შესაძლოა,
PMC - კვლევის მიხედვით, ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანის საჭიროება გამოიკვეთა
თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი