არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
PSP-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო ”სტივი ევორდსი” მიიღო
08:15 13-09-2017
PSP-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო ”სტივი ევორდსი” მიიღო ქართულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება ”სტივი ევორდსზე” ნომინაცია ”წლის საუკეთესო რებრენდიგი” გაიმარჯვა.

როგორც "PSP ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პრიზის მფლობელები წარსულში იყვნენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: ”ეფლი” „სამსუნგი” ”ფორდი” და ა. შ.

”მოხარული ვარ, რომ PSP-მ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ასახელა. ჩვენ იგივე პრიზის მფლობელი გავხდით, რისიც წარსულში იყვნენ: ”ეფლი” სამსუნგი” ”ფორდი” და სხვა მრავალი მსოფლიოში აღიარებული კომპანია”, - განაცხადა გოჩა გიგილაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წელს განხორციელდა პირველი აფთიაქის რებრენდიგი, ამ ეტაპზე რებრენდირებულია 60 აფთიაქი.

PSP 23 წლის კომპანიაა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მომხმარებლის კომფორტზე. ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნებიც და ჩვენც შესაბამისად გადავწყვიტეთ გაგვეახლებინა აფთიაქების შინაარსობრივი და ვიზუალური მხარე. რებრენდიგისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად შევქმენით ახალი კონცეფცია, რომლის სახელიცაა ”უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი”. გასულ წელს განხორციელდა პირველი აფთიაქის რებრენდიგი, რაც მომხმარებლების მხრიდან მეტად პოზიტიურად იქნა აღქმული”, - განაცხადა გოჩა გიგილაშვილმა.

PSP-ს მარკეტინგის დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით, დაჯილდოებაზე წელს 4000 კომპანია იყო წარდგენილი 60 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც ჟიურის 200 წევრი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებდა.

”ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული დაჯილდოება ბიზნესის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ რებრენდინგი, რაც გულისხმობდა ჩვენი აფთიაქების განახლებას. კონცეფციის ”უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი”, ფარგლებში, ჩვენ შევცვალეთ ჩვენი აფთიაქები და როგორც აღმოჩნდა, ჩვენმა ამ ცვლილებამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს მომხმარებლებში. რადგანაც მომხმარებლებს და ძალიან ბევრ უცხოელ პარტნიორს მოეწონა, გადავწყვიტეთ, რომ ეს რებრენდინგი წარგვედგინა ყველაზე დიდ დაჯილდოებაზე ”სტივი ევორდსზე”. ეს არის 2002 წელს დაფუძნებული დაჯილდოება. 4000 კომპანია იყო წარდგენილი წელს ამ დაჯილდოების ცერემონიაზე, 60 სხავდასხვა ქვეყნიდან. ჟიურის 200 წევრი აფასებდა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით და PSP-ს ძალიან ბევრი დოკუმენტაცია შემოწმდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ამ ბევრი კომპანიიდან, რომელიც გახდა ვერცხლის გრან პრის მფლობელი. ჩვენს გვერდით არიან კომპანიები ნიუ-იორკიდან, დუბაიდან, სამხრეთ კორეადან, პოლონეთიდან. ესაა პირველი პრიზი საქართველოსთვის, არც ერთ ქართულ კომპანიას, ქართულ ორგანიზაციას არ გაუმარჯვია ამ დაჯილდოებაში. ამიტომ მე მინდა არამარტო ჩვენს თანამშრომლებს მივულოცო ეს, არამედ სრულიად საქართველოს, რადგან ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა”, - განაცხადა თორნიკე გურულმა.

მისივე თქმით, ამ გამარჯვების შემდეგ, მთავარი ღონისძიება ჩატარდება ბარსელონაში, 21 ოქტომბერს, სადაც ეს ჯილდო ოფიციალურად გადმოგვეცემა.

(R)

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
 „ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის
სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
სემეკი ხვალ, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ ბავშვთა ნეფროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ 11:00-16:00 საათამდე, თბილისიდან მიწვეული პროფესიონალი
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების
განათლების სამინისტრო - სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების საპირფარეშოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
დიმიტრი ქუმსიშვილი - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება,
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა,
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.