არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
„სარფში“ არსებული პრობლემების გამო ფინანსთა სამინისტროში თურქეთის ელჩი იმყოფებოდა
08:45 14-09-2017
„სარფში“ არსებული პრობლემების გამო ფინანსთა სამინისტროში თურქეთის ელჩი იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, რამაც თურქეთის ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება გამოიწვია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე - შემოსვლა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი საბაჟო პუნქტია. შესაბამისად, ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების პუნქტში პრობლემებისა და შეფერხებების მინიმიზაცია. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, უახლოესი დღეების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება.

„ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნტზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური სერვისის „LIVE კამერა“ (http://www.rs.ge/6183) საშუალებით შეუძლია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“, - ნათქვამია პრესრელიზში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება
მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „ინტერპრესნისუს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ახალი ფილიალი ახალქალაქში
ქეთი ალექსიძე - დღეს გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების
სოფიო ხუნწარია - ბიბლიოთეკებში შეიქმნება პოზიცია „საპატიო წიგნის მცველი“, სადაც ასაკოვან თანამშრომლებს დაასაქმებენ
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა შესაძლოა,
PMC - კვლევის მიხედვით, ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანის საჭიროება გამოიკვეთა
თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი