არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
ილია მეორე - ცოდნის მიღება არ არის საკმარისი, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს
09:58 14-09-2017
ილია მეორე - ცოდნის მიღება არ არის საკმარისი, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს ცოდნის მიღება არ არის საკმარისი, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

პატრიარქის თქმით, არის დღეები, როცა ადამიანი განსაკუთრებით ფიქრობს თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და ეს დღე არის სწორედ დღევანდელი დღე.

”დღეს არის ახალი წელი ეკლესიურად და დასაწყისი სასწავლო წლისა. ორი დღესასწაული დაემთხვა ერთმანეთს. მე მინდა ორივე დღესასწაული მოგილოცოთ. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას გვაძლევს და რა არის განათლება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდნა. ცოდნის მიღება ეს არის ”ნათელი ქრისტესი”. ”ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, რომ ”ნათელი ქრისტესი” უნდა შევიდეს ჩვენში. ჩვენ გავუღოთ კარი და სარკმელი ჩვენი გულისა და გონებისა ”ნათელსა ქრისტესა”. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე”, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა მისი სტუდენტობის წლებიც გაიხსენა. პატრიარქის თქმით, იყვნენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც კარგად სწავლობდნენ, მეცადინეობდნენ და ითვისებდნენ პროფესორების მიერ გადმოცემულ ლექციებს, მაგრამ წიგნების კითხვას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.

უწმინდესის განცხადებით, ასეთი სტუდენტები თავისი ცოდნით და განათლებით სუსტები იყვნენ.

”ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე და შეგახსენოთ უფლის სიტყვები - ”ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”. ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა, სიბრძნე, სიხარული, სიყვარული და მტკიცე სარწმუნოება”, - განაცხადა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.

პატრიარქმა დღეს სიონში სასულიერო აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
პატრიარქის თქმით, დეკანოზი დიდი პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შთამომავალია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება
მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „ინტერპრესნისუს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ახალი ფილიალი ახალქალაქში
ქეთი ალექსიძე - დღეს გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების
სოფიო ხუნწარია - ბიბლიოთეკებში შეიქმნება პოზიცია „საპატიო წიგნის მცველი“, სადაც ასაკოვან თანამშრომლებს დაასაქმებენ
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა შესაძლოა,
PMC - კვლევის მიხედვით, ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანის საჭიროება გამოიკვეთა
თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი