არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
საქართველოს პარლამენტის წევრები პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემას გაეცნენ
10:28 14-09-2017
საქართველოს პარლამენტის წევრები პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემას გაეცნენ ზიანის შემცირების პროგრამებისა და ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის დელეგაცია პორტუგალიაში იმყოფება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა.

მათივე ცნობით, ვიზიტის ორგანიზატორი იყო “ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელი” და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, ქართველმა პარლამენტარებმა პორტუგალიის პარლამენტის წევრებთან ნარკოპოლიტიკის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებთან ურთიერთკავშირზე იმსჯელეს.

ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებზე განხილული საკითხები შეეხებოდა: პორტუგალიაში არსებულ ნარკოვითარებას, ნარკოტიკების კონტროლსა და მოხმარებას; აივის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის ვირუსის დიაგნოზირებას, მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებით არსებული ზოგადი სისტემის განხილვას; ზიანის შემცირების პროგრამებს; პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემის იურიდიულ საფუძვლებს; ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემცირებას; ადიქციური ქცევის პრევენციას; ნარკოტესტირებას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები “გადარწმუნების კომისიის” წევრებთან შეხვედრაზე კომისიის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემის მთავარი მიღწევები და გამომწვევები, რაც შეიძლება საქართველომ საპარლამენტო მოსმენებისას გაითვალისწინოს“.
საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტი დასრულდა.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება. როგორც ბათუმის ”დინამოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.
ვასილ ურუშაძე - კვლევის თანახმად, საავიაციო სექტორში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით დარღვევები იკვეთება
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB GEORGIA საქართველოს მთავრობას მიმართავს, მოხდეს საქართველოს ავიაციის პოლიტიკის გადახედვა.
“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დეტალური და დამაჯერებელი განმარტებები გააკეთოს 2016 წელს ცოფის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით
“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, გააკეთოს დეტალური და დამაჯერებელი განმარტებები 2016 წელს ცოფის ვაქცინის
ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სურსათის სააგენტომ ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის 46 ობიექტი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა დღეს საქართველოში ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
NDI - გამოკითხულთა 86% ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნას სექსუალურ შევიწროებად აფასებს
NDI-ის გამოკითხულთა 86% ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნას სექსუალურ შევიწროებად აფასებს.
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტში 50% ქალი და 50% კაცი დეპუტატი უნდა იყოს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო