არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4829
EUR
1 EUR
2.9497
RUB
100 RUB
4.3289
26-09-2017
ქრისტიან დანიელსონი - ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით
10:33 14-09-2017
ქრისტიან დანიელსონი - ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით ვფიქრობ ის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოში რეფორმების მიმართულებით, ძალიან შთამბეჭდავია, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR) ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელ დირექტორს, თომას მაიერ-ჰარტინგს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა შეხვდა.

მისი თქმით, რეფორმა, ზოგადად გრძელვადიანი პროცესია და მუდმივად გრძელდება.

”მთავარია, გვესმოდეს, რა არის დღის წესრიგი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკავშირი და ევროკომისია კი, თავის მხრივ, გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ არსებით პროგრესზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქრისტიან დანიელსონმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ფინანსური სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს,
ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლის მოსწავლეებისთვის თეორიის შესწავლის გარდა პრაქტიკასაც ითვალისწინებს
სკოლებში ახალი საგანი შედის. საგნის სამუშაო სახელწოდება „თავდაცვა და უსაფრთხოებაა.“ განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები ახალი
საგნის „მე და საზოგადოება“ საპილოტე რეჟიმში სწავლება იწყება - გაკვეთილზე დასწრება მოსწავლეებთან ერთად მშობლებსაც შეუძლიათ
უახლოეს დღეებში თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საგანი „მე და საზოგადოება“ შევა. პირველ გაკვეთილს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ერთად მათი
ჯული პეტერსონი - ქართული ღვინის მიმართ ინტერესი აშშ-ს ბაზარზე მზარდია
საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ. სტუმრებმა ღვინის კომპანიები და მარნები სამეგრელოში,
თბილისის ეროვნულ პარკში ველოტური „საბადურობა“ გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა ღამის ველოტურში "საბადურობა" მიიღო მონაწილეობა.
იაპონიის საელჩო საქართველოში და ბოტანიკური ბაღი იაპონური ჩაის რიტუალური მომზადების ღონისძიებას აწყობენ
იაპონიის საელჩო საქართველოში და ეროვნული ბოტანიკური ბაღი იაპონური ჩაის რიტუალური მომზადების ღონისძიებას აწყობენ.
ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს გამოფენა გაიხსნება
ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დღეს გამოფენა
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება,
ტექნიკური სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 26 სექტემბერს, 23:00 საათაიდან თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება.