არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია
12:23 14-09-2017
ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ დაუდასტურა.

ახალაძის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც.

„გემი 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიაში. ჩვენთვის ცნობილი ამ ინფორმაციის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრისგან. ეკიპაჟის წევრები დაკავებულები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარეობს წინასასამართლო მოკვლევა. დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - განაცხადა ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაიმე სახის უარყოფითი ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ აქვთ.
„ახლა მიმდინარეობს პროცესი, ძალიან რთულია ლიბიაში რაიმეს გარკვევა და დაზუსტება, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია და საერთშაორისო დონეზე ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას“, _ განაცხადა ახალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია მეორე - ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.