არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის განახლება
16:09 25-09-2017
კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის განახლება ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, მერად არჩევის შემთხვევაში, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა.

”ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად ახალი კონცეფცია შემუშავდება და განვახორციელებთ”, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კახა კალაძის გეგმები შეაფასეს პრეზენტაციაზე დამსწრე მშობლებმაც.

„ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მშობლისთვის, რომლის შვილიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც დღეს მოვისმინე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო განწყობა, რომელიც აშკარად იგრძნობოდა და დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ ზოგადად, ბავშვებს, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ განსაკუთრებული ხელშეწყობა“ , - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

სოციალური პოლიტიკის წარდგენას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.




InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ”ჩარევა სასურველია” გაიმართება
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დღეს, ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ”ჩარევა სასურველია” გაიმართება,
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიდან აცნობეს,
რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ონისე მარგიანი და ელგუჯა ჩხაიძე მიიჩნევენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და დავით ასათიანს გამარჯვებას ულოცავენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ონისე მარგიანი და ელგუჯა ჩხაიძე მიიჩნევენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა
ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესი დაცული იყო
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა,
დავით ასათიანი - ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და მეორე ადგილას გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ
ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და არჩევნებში მეორე ადგილას გასულ კანდიდატს ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ,
დავით ლანჩავა - ზაზა ხატიაშვილი არის გამყალბებელი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგებს სამართლებრივი გზით გააპროტესტებენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.
დღეს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება
დღეს, კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი