არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
19-02-2018
3-4 ნოემბერს თბილისში გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ფორუმი ჩატარდება
08:15 12-10-2017
3-4 ნოემბერს თბილისში გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ფორუმი ჩატარდება IBF (international Business Forum)-ის ორგანიზებით და სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ პარტნიორობით 3-4 ნოემბერს საქართველოში გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.

მსოფლიოში აღიარებული ბრენდების წარმომადგენლები, გაყიდვების ექსპერტები, კონსულტანები, N1 გაყიდვების ტრენერები, საერთაშორისო სპიკერები- საქართველოში დაგეგმილ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმის სპიკერების სია უკვე ცნობილია:

1. Ania Jakubowski - Coca Cola - ყოფილი გენერალური დირექტორი
2. Pierandrea Quarta - Procter & Gamble / გლობალური ბრენდ მენეჯერი
3. David Chikvaidze - International Sales Institute/ დამფუძნებელი, ტრენერი
4. Haseeb T Hasan - Intek Solutions / დამფუძნებელი, ტრენერი
5. Evgeny Kotov - Practicum Group /დამფუძნებელი, გაყიდვების ტრენერი
6. Gil Petersil - Networking Guru
7. Vakhtang Kordzaia - ჯიპიაი ჰოლდინგი / გაყიდვების HR ექსპერტი
8. Tornike Guruli - მართვის აკადემია/ გაყიდვების ტრენერი

ფორუმი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც გაყიდვების სფეროში არიან დასაქმებულნი. ღონისძიება, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ბიზნესის მფლობელებსა და გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებზეა ორიენტირებული.

„როგორ გავზარდოთ ეფექტურობა“
„ როგორ გამოვიყენოთ ციფრული არხები გაყიდვების ზრდისთვის“
„ როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა მომხმარებელთან“
“ როგორ გავყიდოთ გაყიდვის გარეშე”
“სწორი გაყიდვების გზები”

ეს ის საკითხებია, რომლებზეც 3-4 ნოემბერს გაყიდვების ტრენერები ვრცლად ისაუბრებენ

დრომ, პრაქტიკამ და კვლევებმა აჩვენა, რომ გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სწორი კანდიდატის შერჩევაა.
რა უნარებს უნდა ფლობდეს „სეილსმენი“, რა უნდა გაითვალისწინოს მენეჯერმა გაყიდვების აგენტების შერჩევისას - დეტალურად ამ თემის გარშემო ვახტანგ კორძაია - ჯიპიაი ჰოლდინგის გაყიდვების HR ექსპერტი ისაუბრებს.

„ჯიპიაი ჰოლდინგს“ საქართველოში გაყიდვების უმსხვილესი ქსელი აქვს. კომპანიის მიზანია ქვეყანაში გაყიდვების, როგორც პროფესიის პოპულარიზება და სფეროს გავითარება.

ჯიპიაიმ 2016-17 წლებში საქართველოში მასშტაბური დასაქმების ფორუმის შედეგად 500-ზე მეტი გაყიდვების სპეციალისტი რეკრუტირება მოახდინა, დაატრეინინგა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე წარმატებით მუშაობს. სწორედ ამ გამოცდილებით, ფორუმზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი, ტრენერი და ლექტორი ვახტანგ კორძაია ისაუბრებს და მონაწილეებს გაყიდვების გუნდის შექმნისა და განვითარების მიდგომებსა და სტრატეგიებს გაუზიარებს.

3- 4 ნოემბერს სასტუმრო ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისში მიიღებთ ყველაზე დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ გაზარდოთ თქვენი კომპანიის გაყიდვები.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
თბილისის საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს,
„თავისუფალი საქართველოს“ წევრები RMG GOLD-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრებიან
„თავისუფალი საქართველოს“ წევრები 20 თებერვალს, დმანისის მერიაში დანიშნულ RMG GOLD-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რამდენიმე ა(ა)იპ ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა) იპ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდული მედია კავშირი“,
მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს,
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი – ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს
საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს,
ილია წულაია - დეველოპერები კახა კალაძის ინიციატივას მოწონებით ხვდებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია მიესალმება დედაქალაქის მერის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მშენებლობებზე შრომის
გიორგი აბაშიშვილმა IHK შეფასების მისიასთან დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მიუნხენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის IHK შეფასების
აფბა - საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს
ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწოდებს, კომპანია
მიხეილ ჯანელიძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ევროპულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა გააქტიურდება
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იქნება კონკრეტული ღონისძიებები, პირველი რიგში, მიმართული იქნება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის
გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს შრაგა ბროშს შეხვდა.