არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
სალომე სამადაშვილი გიორგი ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის
14:11 12-10-2017
სალომე სამადაშვილი გიორგი ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის.

სამადაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის სახელზე, რომელიც ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს, პარლამენტის კანცელარიაში ცოტა ხნის წინ წერილი ჩააბარა, რომელშიც საბჭოს მასსა და ვოლსკის შორის მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას სთხოვს.

"საზოგადოებამ იცის, რომ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ ამ პარლამენტში ვმსჯელობთ კვოტირების სისტემის შემოღებაზე. ამის პარალელურად, სამწუხაროდ, ამ პარლამენტში უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ვოლსკის საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგებისთვის. სწორედ ამიტომ, მე დღეს მივმართე გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელიც მუშაობს პარლამენტში, რომ მათ განიხილონ ის ინციდენტი, რომელიც მოხდა 9 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და შესაბამისი რეაგირება მოახდინობ ამაზე",- განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭოს გადასაწყვეტია, რა რეაგირებს მოახდენს მომხდარზე, იქნება ეს შენიშვნა თუ სხვა რაიმე ადეკვატური ფორმა.

საქმე ეხება გიორგი ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას, 9 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს მიმართა: "რა გაყვირებს, გოგო? უზრდელობაა ეგ."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წევრებმა იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში გორში საჯარო ლექცია წაიკითხა.
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის სასახლეში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.
მიხეილ ჯანელიძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს გაეროს ხელმძღვანელ პირებთან ორმხრივ შეხვედრებზე დააყენებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ჟენევას (შვეიცარიის კონფედერაცია) ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო
ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა
„ევროპული საქართველო“ ინგოროყვას ქ. #22-ში საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები თბილისში, ინგოროყვას ქ. #22-ში მდებარე შენობაში საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების
კახა კალაძე - მესხიშვილი ამბობს რამეს თუ რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა იყოს შესაბამისი კვლევები წარმოდგენილი
საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელი - სამუშაო დრო არ გაზრდილა, მოხდა სამუშაო გრაფიკის გადალაგება
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსუდან სანიკიძის განცხადებით, კომპანიის კონტრაქტორებისთვის