არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია „მონოლით ჯგუფმა" მეგა-პროექტის განხორციელება დაიწყო
08:05 12-10-2017
სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია „მონოლით ჯგუფმა" მეგა-პროექტის განხორციელება დაიწყო სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია „მონოლით ჯგუფმა მეგა-პროექტის განხორციელება დაიწყო, რასაც საფუძვლად უკვე დასრულებული წარმატებული პროექტები, ძლიერი ფინანსური პლატფორმა, გამოცდილი გუნდი და ამბიციური სამომავლო გეგმები უდევს.

როგორც „მონოლით ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, ძველი თბილისის ცენტრში, თანამედროვე მინი ქალაქის - Monolith City-ს მშენებლობა „მონოლით ჯგუფის წინა პროექტის Monolith Residence Ortachala-ს წარმატებამ, მასზე საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ და გამოხმაურებამ განაპირობა.

„ნებისმიერ პროექტს, რომელსაც „მონოლით ჯგუფი ახორციელებს, საფუძვლად უდევს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო მოსამზადებელი სამუშაოები, მაგალითად, როგორიცაა ბაზრის კვლევა, მყიდველთა სურვილებსა და მოთხოვნებზე ორიენტირება, პოტენციურ მყიდველთა დაკვეთა, რომელიც მოდის ჩვენი მომავალი მობინადრეებისაგან. თამამად გეტყვით, რომ ძველ თბილისში ისეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება, როგორიცაა Monolith City, განაპირობა „მონოლით ჯგუფის წინა პროექტის Monolith Residence Ortachala-ს წარმატებამ, მასზე საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ და გამოხმაურებამ“, – აღნიშნავს ზაზა იჩქიტიძე.

მისივე განცხადებით, „მონოლით ჯგუფის მთავარი პრინციპია მყიდველთა გრძელვადიანი კმაყოფილება, მათ სურვილებსა და მოთხოვნებზე მაქსიმალური ორიენტირება, რამაც ყველაზე მეტად გაამართლა წლების განმავლობაში“.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ „მონოლით ჯგუფის მიერ აშენებულ ბინაში მცხოვრები ოჯახები, ჩვენს მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილნი და ამავე დროს საუკეთესო რეკომენდატორები არიან, ყველა მომავალი მყიდველისთვის. რაც შეეხება მყიდველთა მოთხოვნებს, მოგახსენებთ, რომ დღესდღეობით, მყიდველი საცხოვრებელ ადგილს და ბინას ეძებს ისეთი მახასიათებლებისა და პარამეტრების გათვალისწინებით, როგორიცაა საცხოვრებელი გარემო, ეკოლოგია და სუფთა ჰაერი, კომპლექსის სამშენებლო ხარისხი, დახვეწილი არქიტექტურა, ხანგრძლივი საექსპლუატაციო გარანტიები, ბინის სიმყუდროვე, ბინიდან გაშლილი სივრცე და ხედი, კომპლექსის სარეკრეაციო ზონა, სათამაშო მოედნები, სავაჭრო ობიექტების სიახლოვე და სხვა. სწორედ ამ სტანდარტების დაცვაა ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რადგან „მონოლით ჯგუფის მიერ აშენებული ყველა პროექტი ამ პარამეტრების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი, მთელი სრულყოფილებით, სწორედ ჩვენი მინი ქალაქი Monolith City იქნება.

Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით, ნარიმანოვის ქ. N12-ში, საიდანაც ხელის გულივით მოჩანს ძველი თბილისი. კომპლექსის სამხრეთით კი ულამაზესი ხედი იშლება თრიალეთის ქედზე, საიდანაც მას ესაზღვრება თაბორის მთის ახლად დაგეგმილი მეგა-კომპლექსი. არსებულის გათვალისწინებით ბუნების სილამაზესთან ერთად საოცრად სუფთა ჰაერი შემოდის კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, აღსანიშნავია კომპლექსის სივრცული მოწყობა და იზოლირებული რეკრეაციული განაშენიანება, რაც უსაფრთხოების, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და მაქსიმალური კომფორტის განცდას შეუქმნის Monolith City-ს მობინადრეებს. რაც შეეხება კომპლექსის ინფრასტრუქტურას, გათვალისწინებულია ორდონიანი პარკინგი. პარკირებისთვის ავტოსადგომები მოეწყობა ასევე ეზოს გარე პერიმეტრზე, კომპლექსში განთავსდება სავაჭრო ობიექტი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრი, საბავშვო ბაღი, აფთიაქი, იზოლირებული ბავშვთა გასართობი და სათამაშო მოედანი“, – აცხადებს იჩქიტიძე.

რაც შეეხება სამშენებლო ხარისხს და პარამეტრებს, „მონოლით ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ „მონოლით ჯგუფის“ მთავარი პრინციპი და ფასეულობაა „მშენებლობის ხარისხით პასუხისმგებლობა აიღოს არა მხოლოდ დღეს მაცხოვრებელი მობინადრეების, არამედ მათი შვილიშვილების წინაშე“.

„კონკრეტულად კი, კომპლექსი Monolith City თანამედროვე სტანდარტების მქონე ევროპული უბნის კონცეფციით არის დაპროექტებული, რომელიც შედგება 5 საცხოვრებელი ბლოკისაგან. კომპლექსის ხუთივე ბლოკს მოემსახურება fuji-ს ბრენდის ლიფტი, რომელიც დენის გათიშვის შემთხვევაში საკუთარი კვების წყაროს მეშვეობით გააგრძელებს ფუნქციონირებას, ამავე დროს Monolith City ერთ-ერთი პირველი კომპლექსი იქნება, საქართველოს მასშტაბით, სადაც ელექტრომობილების მფლობელთათვის, დამონტაჟდება და მოეწყობა ელექტროსაატენი სადგურები პარკინგზე, რითაც კომპლექსი ცალსახად უპასუხებს მომავლის გამოწვევებსა და განვითარების ტენდენციებს. თითოეული ბინა იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ „მონოლით ჯგუფი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ენერგოეფექტურ ბინებს აშენებს დაარსების დღიდან. შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით, ამასთანავე თითოეულ ბინაში ჩაისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა“, – აცხადებს ზაზა იჩქიტიძე.

თავის მხრივ, Monolith City-ის გაყიდვების ხელმძღვანელი ეკატერინე დანელიანი აცხადებს, რომ Monolith City-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფასი და გადახდის უნივერსალური პირობებია.

„პირველ რიგში, ერთი საინტერესო შეთავაზების შესახებ მინდა ვაცნობო ჩვენს მომავალ მობინადრეებს - დეკემბრის ბოლომდე, ნებისმიერი მყიდველი, ვინც Monolith City-ს სასურველ ბინაზე წინასწარ ჯავშანს გააკეთებს და 1 იანვრამდე გააფორმებს ხელშეკრულებას Monolith City-სთან, მიიღებს 60 ლარიან ფასდაკლებას 1 კვ.მ-ზე. ფასი კი Monolith City-ში, ვფიქრობთ, საკმაოდ ხელმისაწვდომია - 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება, მშენებლობის საწყის ფაზაში 1440 ლარიდან დაიწება და გაიზრდება სართულებისა და ხედების მიხედვით. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ბინის ღირებულება მშენებლობის სხვადასხვა ფაზაში ეტაპობრივად გაიზრდება და ამიტომ მყიდველთა ყურადღება უნდა გავამახვილო შემდეგზე - ვინც სასურველ ბინას მშენებლობის პირველ ფაზაში შეიძენს, საკმაოდ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, რადგან მშენებლობის საწყის ეტაპზე Monolith City-ს ფასები საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია, მშენებლობის დასრულების ფაზაში კი კვადრატულის ფასი ეტაპობრივად გაიზრდება, როგორც უკვე მოგახსენეთ. ეს ჩვენი მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო, რათა კომპლექსში ცხოვრების შესაძლებლობა მისცემოდა ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მყიდველს, შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მყიდველს მინდა ვურჩიო, მშენებლობის პირველივე ფაზაში გააქტიურდეს, რათა საუკეთესო, უპრეცენდენტო ფასად შეძლოს Monolith City-ს კომპლექსში ბინის შეძენა. ფასის რანჟირების ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ, ჩვენი წინა პროექტი Monolith Residence Ortachala გახდა, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მყიდველთა დაინტერესება გამოიწვია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ძველი თბილისის ცენტრში, ორთაჭალაში, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის ფასიც, პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე ყველა ფინანსური შესაძლებლობის მქონე მყიდველისთვის მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება. გადახდის პირობებთან დაკავშირებით დამატებით ასევე გეტყვით, რომ მყიდველს შეუძლია ისარგებლოს 15 წლამდე ხანგრძლივობის, დაბალპროცენტიანი სესხით, რომლის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ბინის სრული ღირებულების 10%-იანი თანამონაწილეობა, შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო დაუდასტურებელი შემოსავლებისას - 30%-ანი თანამონაწილეობა. დამეთანხმებით, „მონოლით ჯგუფს" სხვა პირობებთან ერთად, ასევე განსაკუთრებული საბანკო პროდუქტი აქვს „საქართველოს ბანკთან" მრავალწლიანი თანამშრომლობის ფონზე“,– აცხადებს ეკატერინე დანელიანი.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
#67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ
თბილისის #67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს”
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნინიაშვილმა და გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
თბილისში ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
კსუ-ის სტუდენტებს „პალიტრა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და Ambebi.ge-ის მთავარი რედაქტორი შეხვდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის
ნიკოლოზ გაგუა - გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას,
#67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, დოდო კეზუას საკითხი განიხილება
თბილისის # 67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას გათავისუფლების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ,
ბერლინში ქართული პროდუქციის გამოფენა „განსაკუთრებული საქართველო“ გაიმართება
19-21 ოქტომბერს, ბერლინში დაგეგმილ გამოფენა-გაყიდვაზე, ქართული პროდუქცია სახელწოდებით „განსაკუთრებული საქართველო“ წარგება.
ზურაბ ალავიძე - ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ბოლომდე გამოვიყენოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი,
GIPA-ს სტუდენტებს "ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე შეხვდა
GIPA-ში თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” GIPA - დან აცნობეს,
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ