არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
რამდენიმე კლინიკაზე კიბერშეტევა განხორციელდა
16:12 12-10-2017
რამდენიმე კლინიკაზე კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოში რამდენიმე კლინიკაზე კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კლინიკების ბაზები პარალიზებული იყო.

ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკებში - „ახალ მზერასა“ და „დავინჩიში“ დაუდასტურეს. როგორც სააგენტოს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების IT დეპარტამენტში განუცხადეს, „ჰაკერები შიფრის სანაცვლოდ კრიპტო-ვალუტის, ბიტკოინების ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვას ითხოვდნენ“.

„გიდასტურებთ, რომ ორი დღის წინ კიბერშეტევა იყო. ამ შემთხვევაში გადავრჩით, რადგან ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენი ბაზის ე.წ. ბექაფს და შედარებით უსაფრთხო ადგილზე ვინახავთ ინფორმაციას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ყველანაირი მონაცემი, რაც კლინიკას გააჩნია, იშლება და ფუნქციას კარგავს. დაახლოებით, 2 წლის წინაც იყო ანალოგიური შემთხვევა და წაიშალა ყველანაირი ინფორმაცია. მაგრამ როგორც გითხარით, ახლა ინფორმაციას ყოველღიურად ვინახავთ და მისი წაშლით პრობლემა ნაკლებად გვექმნება. ერთადერთი დისკომფორტი ისაა, რომ მთელ დღეს ვკარგავთ ინფორმაციის აღსადგენად“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კლინიკების - „ახალი მზერისა“ და „დავინჩის“ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნატროშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეტევა საკმაოდ მძლავრი და მასშტაბური იყო.

„დაახლოებით ერთ საათში სერვერებზე ყველანაირი ინფორმაცია იშიფრება და იშლება. ფაქტობრივად, ყველაფერი ჩერდება. ამის მერე გვიწევს თავიდან გავაკეთოთ ბაზები. ძირითად შემთხვევაში ჰაკერები ითხოვენ შიფრის სანაცვლოდ კრიპტო-ვალუტის, ბიტკოინების ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვას. მათი მიზანი ეს არის. მაგრამ ჩვენ რადგან ბაზებს არ ვკარგავთ, შესაბამისად, ამ მოთხოვნილ თანხასაც არ ვიხდით“, - აღნიშნა ნატროშვილმა.

რაც შეეხება იმას, მიმართეს თუ არა სამართალდამცავ უწყებას, მისი თქმით, საგამოძიებო სტრუქტურებისთვის არ მიუმართავთ, რადგან „ხშირ შემთხვევაში იმის დადგენაც კი ჭირს, თუ საიდან მოხდა თავდასხმა“.

„ამას ეძახიან „მოძრავ ვირუსებს“, რომლის გაშვებაც სისტემაში ავტომატურად ხდება; სადაც დაუცველ სერვერს ნახავს, ავირუსებს და შლის ინფორმაციას. ამის გამო სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვას აზრი არ აქვს. სავარაუდოდ, გამოძიებაც ვერ მოხდება. იმის დადგენაც კი შეუძლებელია, რომელი ქვეყნიდან ხდება ვირუსის გაშვება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთადერთი გამოსავალი ბაზების ე.წ. ბექაფის ყოველდღიურად გაკეთება და ინფორმაციის სხვა სერვერზე შენახვაა.

საქართველოში ფუნქციონირებადი კლინიკების ნაწილზე ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა ორივე უწყებაში განმარტეს, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე კლინიკებიდან შეტყობინება არ მიუღიათ.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
#67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ
თბილისის #67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს”
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნინიაშვილმა და გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
თბილისში ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
კსუ-ის სტუდენტებს „პალიტრა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და Ambebi.ge-ის მთავარი რედაქტორი შეხვდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის
ნიკოლოზ გაგუა - გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას,
#67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, დოდო კეზუას საკითხი განიხილება
თბილისის # 67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას გათავისუფლების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ,
ბერლინში ქართული პროდუქციის გამოფენა „განსაკუთრებული საქართველო“ გაიმართება
19-21 ოქტომბერს, ბერლინში დაგეგმილ გამოფენა-გაყიდვაზე, ქართული პროდუქცია სახელწოდებით „განსაკუთრებული საქართველო“ წარგება.
ზურაბ ალავიძე - ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ბოლომდე გამოვიყენოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი,
GIPA-ს სტუდენტებს "ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე შეხვდა
GIPA-ში თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” GIPA - დან აცნობეს,
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ