არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა
18:25 12-10-2017
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა ყველა ჩვენგანს, ვისაც სუფთა წარსული გვაქვს და მშვიდობა გვინდა, საჭიროა ჩვენს აფხაზ ძმებთან სასაუბროდ მოვძებნოთ სამშვიდობო ენა - აუცილებელია ახალი პლატფორმის შექმნა და დარწმუნებული ვარ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი რექტორის ხელმძღვანელობით იქნება ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ძირითადი ბირთვი, რომელიც დაიწყებს ახალ სამშვიდობო ფორმატს სწორედ განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც სტუდენტებთან ლექცია წაიკითხა თემაზე - „აბრეშუმის გზა და ადვოკატის ახალი შესაძლებლობები“.

დავით ლანჩავას თქმით, ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელია დოპლომატიური გზების გამოყენება, რომელიც სწორედ ცოდნასა და განათლებაზე გადის. მისივე განმარტებით, „აბრეშუმის გზა“ არის ახალი მეგაპროექტი, რომელიც ცვლის მსოფლიოს ეკონომიკურ სურათს.

„მნიშვნელოვანია, სოხუმის უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტის, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილეობის მთავარი ინსტიტუციის წამოწევა. სტუდენტებს ავუხსენი, თუ რამხელა გლობალურ პროექტში უნდა ჩაერთონ იურისტები და ზოგადად, ადვოკატები. ამაში ძალიან დიდი როლი აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი არსით, თავისი ფუნქციონალური დატვირთვით და იმ ხიდით, რომელსაც ის გააბამს სულ მალე თავის რეალურ სოხუმთან, რეალურ სივრცესთან, რასაც აფხაზეთი და სოხუმი ჰქვია.

სწორედ ერთადერთი გზა საქართველოს გამთლიანების გადის ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო გლობალურ პროექტებზე. დღეს არანაირი პოლიტიკა არ არსებობს ამ ძირითადი დიპლომატიური გზების გარდა. დიპლომატიურ გზებში იგულისხმება საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც ცოდნაზე, განათლებაზე და მომავლის ხედვაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება და შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის“, - განაცხადა დავით ლანჩავამ.

დავით ლანჩავას ლექციას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ისაუბრეს და მას წარმატებები უსურვეს.

„დავით ლანჩავას, რომელსაც სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ, ვხედავ „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ“, რადგან ის მაღალი კლასის იურისტია, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანია და დარწმუნებული ვარ დიდი შემართებით შეუდგება საქმეს და ძალიან წარმატებული თავმჯდომარე იქნება“, - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა დალი გაბისონიამ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წევრებმა იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში გორში საჯარო ლექცია წაიკითხა.
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის სასახლეში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.
მიხეილ ჯანელიძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს გაეროს ხელმძღვანელ პირებთან ორმხრივ შეხვედრებზე დააყენებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ჟენევას (შვეიცარიის კონფედერაცია) ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო
ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა
„ევროპული საქართველო“ ინგოროყვას ქ. #22-ში საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები თბილისში, ინგოროყვას ქ. #22-ში მდებარე შენობაში საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების
კახა კალაძე - მესხიშვილი ამბობს რამეს თუ რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა იყოს შესაბამისი კვლევები წარმოდგენილი
საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელი - სამუშაო დრო არ გაზრდილა, მოხდა სამუშაო გრაფიკის გადალაგება
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსუდან სანიკიძის განცხადებით, კომპანიის კონტრაქტორებისთვის