არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
ნანი ბრეგვაძე - ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობაზე ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ
20:55 12-10-2017
ნანი ბრეგვაძე - ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობაზე ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ ლიკა იყო არაჩვეულებრივი, მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას, ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ყოფნისას განუცხადა.

მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ. “ლიკა იყო არაჩვეულებრივი. მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას. ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული. ის არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ის მაინცდამაინც კარგად არ იყო. საშინელებაა, რაც ახლა მოხდა”, - აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

ლიკა ქავჟარაძის მეჯვარის, ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, მიუხედავად მძიმე წუთებისა, მას ლიკასთან ერთად გატარებული საუკეთესო პერიოდი ახსენდება. მისივე თქმით, მსახიობი, მიუხედავად მისი წარმატებისა და აღიარებისა, ყოველთვის იყო მორცხვი და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა მეგობრები.

“ძნელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ის დრო მახსენდება, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდით. ლიკა იყო ძალიან მორცხვი, თავმდაბალი. ის არ გრძნობდა თავის სილამაზეს. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი”, - აღნიშნათ ხათუნა ოჩიაურმა.

მსახიობის სახლთან დღის მეორე ნახევრიდან იკრიბებიან მისი მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ხვალაც გაიმართება. მსახიობს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

58 წლის ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. მსახიობის ახლობლები გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის პასუხი კი 45 დღეში გახდება ცნობილი.


ატირებული ნანი ბრეგვაძე ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წევრებმა იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში გორში საჯარო ლექცია წაიკითხა.
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის სასახლეში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.
მიხეილ ჯანელიძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს გაეროს ხელმძღვანელ პირებთან ორმხრივ შეხვედრებზე დააყენებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ჟენევას (შვეიცარიის კონფედერაცია) ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო
ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა
„ევროპული საქართველო“ ინგოროყვას ქ. #22-ში საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები თბილისში, ინგოროყვას ქ. #22-ში მდებარე შენობაში საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების
კახა კალაძე - მესხიშვილი ამბობს რამეს თუ რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა იყოს შესაბამისი კვლევები წარმოდგენილი
საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელი - სამუშაო დრო არ გაზრდილა, მოხდა სამუშაო გრაფიკის გადალაგება
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსუდან სანიკიძის განცხადებით, კომპანიის კონტრაქტორებისთვის