არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
თსუ-სა და "ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის მემორანდუმი გაფორმდა
14:08 20-10-2017
თსუ-სა და "ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის მემორანდუმი გაფორმდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წამყვან ბიზნესორგანიზაციებში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას. ამის საშუალებას სტუდენტებს თსუ-სა და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’(EUGBC) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მისცემს. თსუ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ხელშეკრულების შედეგად თსუ სტუდენტებს სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო’’ თანამშრომლობს ევროგაერთიანების ყველა ქვეყანასთან ბიზნესის სექტორში. მემორანდუმით გათვალისწინებული სტაჟირებების პროგრამის მეშვეობით ჩვენს სტუდენტებს წამყვან ბიზნესორგანიზაციებში სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივა ექნებათ. ამ სივრცეში მოხდება ბიზნესის და სწავლების დაკავშირება“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

„თსუ-ს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩვენთან გაიარონ 2-3 თვიანი პრაქტიკა. მასში ჩაერთვებიან ჩვენი წევრი ბიზნესკომპანიები. სტუდენტებს ექნებათ კონტაქტები 75-მდე ბიზნესკომპანიასთან. გაიმართება ბიზნესკონფერენციები, ბიზნეს მრგვალი მაგიდები, შეხვედრა ბიზნეს წარმომადგენლებთან, უცხოელებთან, საელჩოებთან, სავაჭრო არტაშეებთან. სტუდენტებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო“, - განაცხადა ,,ევროკავშირი - საქართველოს ზვიად ჭუმბურიძემ.

„ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, BP საქართველოს დირექტორის კრის შლიტერის განცხადებით, „მემორანდუმი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რადგან მათთვის იხსნება ახალი ფანჯარა ბიზნესსაზოგადოებაში. იმედი მაქვს, რომ სტუდენტების დახმარებით EUGBC-ს ექნება მეტი წარმატება, რაც საქართველოსაც გამოადგება“.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბიზნეს საბჭოში სტაჟირების პრაქტიკულ კურსს გაივლიან და ჩაერთვებიან EUGBC-ის პროექტების ორგანიზება-განხორციელების პროცესში. მემორანდუმი, ასევე ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებში, რაც სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ევროპასთან ვაჭრობის მიმართულებაზე თემატური ლექციების ჩატარებას გულისხმობს.

მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიული ზრდა და ქართულ ბიზნესსექტორთან მათი დაკავშირებაა.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი TiKA-ს კოორდინატორს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის,
მეფუტკრეობის კოოპერატივებთან მორიგი შეხვედრა ბოლნისში ჩატარდა
სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქალაქ ბოლნისში ქვემო ქართლში მოქმედ
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას
„ელიტ ელექტრონიქსი" - 2017 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო, როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით
2017 წელი „ელიტ ელექტრონიქსისთვის" წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
სემეკ-ის წევრი - თუ კომპანიები „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან
იმ შემთხვევაში თუ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს კომპანიები არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან.
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 15 მარტამდე ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება,
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება. როგორც ბათუმის ”დინამოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.