არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
ანა ნაცვლიშვილი - საია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან, თიანეთში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები ჩარევის შედეგად შეიცვალა
15:01 24-10-2017
ანა ნაცვლიშვილი - საია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან, თიანეთში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები ჩარევის შედეგად შეიცვალა თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. მეჭიაური ასაჩივრებს თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ბათილად ცნობილი ბიულეტენების აღდგენის შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ფაქტები ადასტურებს, შედეგი ჩარევის შედეგად იქნა შეცვლილი.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს ბატონი თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, იქნა ჩარევის შედეგად შეცვლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ, დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით. ჩვენ ბატონი მეჭიაურის ინტერესებს წარმოვადგენთ დავაშიც, რომელიც ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წამოიწყო და ბატონი თამაზი ჩართულია მესამე პირად. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაერთიანდეს ეს დავები და არ შეიძლება იგი მესამე პირად იყოს ჩართული. ეს ორგანიზაციაა ”დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი”. ეს ორგანიზაცია არავისთვის არის ცნობილი. მათი მოთხოვნა არის საეჭვო. ისინი წარმოდგენილი იყვნენ უბანზე, თუმცა არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ჩავერთეთ პროცესში, ორგანიზაციამ მოითხოვა მე-20 უბნის შედეგების ბათილობა და ამას ხსნიან იმით, რომ გამგებელი იყო უბანზე, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ეს პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, პროცესმა საოლქო კომისიაში დარღვევებით ჩაიარა.

”მას შემდეგ რაც დაითვალა თითოეულ უბანზე შედეგები, უპირატესობა დაფიქსირდა ბატონი თამაზის სასარგებლოდ, მაგრამ ერთ-ერთ უბანზე, როდესაც შეჯამდა პროცესი, მიჩნეულ იქნა 24 ბიულეტენი ბათილად. ამასთან დაკავშირებით არც ერთ კომისიის წევრს, არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არც ერთი სუბიექტის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია არც წერილობითი და არც ზეპირი პრეტენზია, რომ იქ რაიმე არასწორად მოხდა. ერთხმად იქნა მიჩნეული, რომ ეს 24 ბიულეტენი ნამდვილად იყო ბათილი. მას შემდეგ რაც ეს შედეგები უბნიდან გადავიდა ოლქში, აღმოჩნდა, რომ ამ 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა 5 ბათილად მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილად ცნობა. საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებული, თუმცა დაკმაყოფილდა. ოლქში განხილვა წარიმართა დარღვევებით. სრულიად მიუღებელია, რომ ოლქში სხდომა გაიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ კომისიის წევრებს, სუბიექტის წარმომადგენელს, არ მომხდარა უბნის კომისიის წევრები დაბარება ანუ პროცესი ჩატარდა ყველა წესის დარღვევით, გაუმჭვირვალედ და ამ პროცესზე მოხდა ბიულეტინების აღდგენა მკვდრეთით”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მინისტრმა პარასპორტსმენებთან ერთად მიმდინარე სეზონი შეაჯამა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად,
კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თბილისის
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მმართველი
პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო
საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის №10-ში სკვერები მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
დეპუტატი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა
კობა კობალაძე ავჭალაში ლიბანის N1-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის,
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სესიის “ელექტრონული ვაჭრობა” ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სესიის “ელექტრონული ვაჭრობა” ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6890 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6890 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
ქუთაისში მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ხმაურით დაიწყო ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ პარტიის სახელით კენჭისყრაში