არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
შოტლანდიაში არსებული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება
17:47 09-11-2017
შოტლანდიაში არსებული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში ე.წ. აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში დაღუპული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა დაუდასტურა.

„ინფორმაცია ამ მემორიალის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. საერთოდ საქართველოს საელჩოს და ზოგადად ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველა საშუალების გამოყენება, რათა დაუპირიპირდეს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, პროპაგანდა გაუწიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობას. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით გამოყენებულია მრავალი საშუალება, ეს იქნება სიმბოლიკების გამოყენება, სტატიების გამოქვეყნება, კერძო კომპანიების თანამშრომლობა, სავაჭრო-სამრეწველო პალატების თანამშრომლობა და ა.შ. ჩვენი ამოცაანაა, აღმოვაჩინოთ ასეთი შემთხვევები და გავანეიტრალოთ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, აქტიური დიალოგით ყველა მხარესთან, განვმარტოთ, იმიტომ, რომ ხშირად ინფორმაცის ნაკლებობაა ხოლმე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ამ მიმართულებით ბრიტანელი პარტნიორები ტრადიციულად ძალიან აქტიურად გვიჭერენ მხარს და ეს გამოიხატება ჩვენი თანამშრომლობით როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ ლონდონიდან, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროდან და ასევე, შოტლანდიაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან. პირველ რიგში ჩვენ განვუმარტეთ სიტუაცია (ისტორიული ექსკურსიც საჭირო გახდა) და რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ადგილზე არსებული მდგომარეობა. ერთი თვის წინ იყო ჩემი ვიზიტი შოტლანდიაში, სადაც შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პარლამენტში და სხვა თემებთან ერთად ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ. ჩვენ მივიღეთ შეპირება, რომ შოტლანდიის ხელისუფლება დაელაპარაკებოდა ადგილობრივ მთავრობას ქალაქ კილნმარნოკში, განუმარტავდა სიტუაციას. მათ სრულად მიიღეს ინფორმაცია, გაიზიარეს ის მიდგომა, რაც ზოგადად აქვს ბრიტანულ სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ადგილობრივმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ. ეს არის ნამდვილად კარგი შედეგი. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საშუალება, რომ ნდობის და თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს პარტნიორებთან, ასეთი ფაქტები აღმოვაჩინოთ და გავანეიტრალოთ“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ელჩის თქმით, აღნიშნული მემორიალი სავარაუდოდ, 1993-1996 წლების პერიოდში არის აღმართული - ზუსტი თარიღს ქალაქ კილნმარნოკის ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ ასახელებენ, ვინაიდან ამ პერიოდში ადგილობრივი მმართველი საბჭოს წარმომადგენლები შეიცვალნენ. თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს კილნმარნოკი სოხუმთან დაძმობილებული ქალაქი იყო.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ევროპული საქართველო“ - ის, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად იბრძვის, არ ნიშნავს, რომ ტელეკომპანიას შეუძლია ასე უხეშად დაარღვიოს ჟურნალისტური სტანდარტები
ის, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად იბრძვის, არ ნიშნავს, რომ ტელეკომპანიას შეუძლია ასე უხეშად დაარღვიოს
„საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ
გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, „საქართველოს კარიტასის“
ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები ქართული
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მაია ნიკოლეიშვილი - ვიმედოვნებდით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გვამის გაკვეთით დადგინდებოდა სროლის მანძილი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ექსპერტიზები არ დასრულებულა.
ჩუღურეთში ავარიულად გათიშული ყველა აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია
ჩუღურეთის რაიონში ავარიულად გათიშული ყველა აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, თემქაზე, მშენებლობაზე გარდაცვლილ მუშას სპეც-ფეხსაცმელი და დამცავი ღვედი არ ჰქონდა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით გამოვლინდა, რომ თემქაზე გარდაცვლილ
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია
გუდაურის მიმართულებით გზის ჩაკეტვის გამო, მლეთაში ათეულობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც რამდენიმე კილომეტრიანი საცობია შექმნილი.
ლილოს ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალური მიუსაფარით ამ დროისთვის 123 ბენეფიციარი სარგებლობს
ლილოს ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალური მიუსაფარით ამ დროისთვის 123 ბენეფიციარი სარგებლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ააიპ