არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
მსოფლიო ბრენდები GUESS და LACOSTE თბილისს უბრუნდება
08:16 14-11-2017
მსოფლიო ბრენდები GUESS და LACOSTE თბილისს უბრუნდება „დრესაპ ჯგუფს“ საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ბრენდები GUESS და LACOSTE საქართველოში შემოჰყავს. ორივე მაღაზია ნოემბრის ბოლოს გაიხსნება სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“. მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციები.

მონობრენდული მაღაზიების გახსნამდე, GUESS-ის ბრენდის უახლესი კოლექციების შეძენა, უკვე „დრესაპ ჯგუფის“ მულტიბრენდულ მაღაზია JEANS GALLERY-ის, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ არსებულ ფილიალშია შესაძლებელი.

ჭკვიანი და თვითდაჯერებული, გონებამახვილი და გამოცდილი, მოდის ტენდენციებში გარკვეული და ყოველთვის ტრენდული - თუ თვლით, რომ ეს თქვენი მახასიათებლებია, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ მაღაზიას, რადგანაც სწორედ ასე ხედავს GUESS მათ, ვისთვისაც ქმნის კოლექციებს.

„დრესაპ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაშა მურვანიძის თქმით, აღნიშნული ბრენდ მაღაზიების გახსნით, კიდევ ორი ახალი საყვარელი ადგილი შეემატება მათ, ვისთვისაც ბრენდი, ხარიხსი, სტილი და მოდურობა თანაბრად მნიშვნელოვანია საყიდლებზე სიარულისას:

„ერთი მხრივ, GUESS, რომელიც კოლექციების შექმნის ინსპირაციას ხედავს თავისუფლების, ვნებისა და აღტაცების კომბინაციაში;
მეორე მხრივ, LACOSTE, სლოგანით: „ცხოვრება მშვენიერი სპორტია“ და კოლექციებით, რომელიც მუდმივად ბუნებრიობაზე, ხარისხსა და ელეგანტურობაზე არის დაფუძნებული; - ვფიქრობთ, რომ შესანიშნავი საჩუქარი იქნება საყიდლებზე სიარულის მოყვარულთათვის.

მონობრენდული მაღაზიების გახსნამდე კი GUESS-ის კოლექციების შეძენა უკვე შესაძლებელია JEANS GALLERY-ის ს/ც „მერანში“ მდებარე ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში www.dressup.ge“.

„დრესაპ ჯგუფი“ 1994 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოდგენილია მაღაზიებით: LEVI’S, LEE, WRANGLER, MAVI, JEANS GALLERY, FACTORY, ATRIO და ონლაინ მაღაზიით WWW.DRESSUP.GE.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე - საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მომზადდა.
კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
მამუკა ბახტაძე - აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აჭარაში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი.
წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება
წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
ზღვის უბანში, ჩარგლისა და ანაპის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი მოეწყობა
ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს
შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია ცხოველთა მონტორინგის სააგენტოს
„ჯეო ჰოსპიტალსი“ - წეროვანში მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 პირიდან ნაწილის მდგომარეობა მძიმე, ნაწილის კი საშუალო სიმძიმისაა
წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 8 პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, 8 პაციენტიდან
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ზეგავლენას მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება
ექიმი - მცხეთის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 19 პირიდან 11 მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.