არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
კანონიდან ხდება ნორმის ამოღება, რომლითაც 2018 წლიდან ტექდათვალიერებას ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს
12:17 14-11-2017
კანონიდან ხდება ნორმის ამოღება, რომლითაც 2018 წლიდან ტექდათვალიერებას ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირებას 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან სალუქვაძემ განუცხადა, აღნიშნული ცვლილება იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3 ტონანახევარზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

„აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დღესაც ექვემდებარებიან. მოგეხსენებათ, სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად ახდენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ამასთან იზრდება სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება, მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული სტანდარტებით განხორციელება, სრული პარკის დაფარვა ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, დაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქეთევან სალუქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან, მათ შენობებთან და პერსონალთან დაკავშირებით. სალუქვაძის თქმით, ინსპექტირების ცენტრები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს დააკამყოფილებს, ტექნიკური ინსპექტირების გაგრძელებას შეძლებენ. მისივე განმარტებით, ასევე მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს.

„ორივე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია და მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება“, - დასძინა ქეთევან სალუქვაძემ.

საავტომობილი ტრანსპორტის შესახებ კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს წარადგენს
თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე დაინიშნება. გვანცელაძე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში მისი სახელობის კინოსკოლის ან კინოაკადემიის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში მისი სახელობის კინოსკოლის ან კინოაკადემიის უნივერსიტეტის დაფუძნების
საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან
დღეს, ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად “იმედის კლინიკასა” და “საქართველოს საპატრიარქოს
ტექნიკური სამუშაოების გამო, მთაწმინდის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან მთაწმინდის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პორტალის სახით სიახლე დანერგა
20 ნოემბრიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდება, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 20 ნოემბერს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ბაგები - ზურაბ საკანდელიძის
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 20 ნოემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონში, - ამის შესახებ
დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე 20 ნოემბრის 20:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.
22 ნოემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა
22 ნოემბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდენელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს
სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად ! + ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
ჭორია თუ რეალობა ? ფაქტია რომ Jeep-ის ცენტრმა ლეგენდარული და გრანდიოზული Grand Cherokee სრული პაკეტით სენსაციურ ფასად შემოგვთავაზა