არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
ელჩმა ბერძნული ტელეკომპანიისგან საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გასწორება მოითხოვა
13:54 14-11-2017
ელჩმა ბერძნული ტელეკომპანიისგან საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გასწორება მოითხოვა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა ბერძნულ ტელეკომპანია ART TV-ისგან საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გასწორება მოითხოვა.

როგორც საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი ელჩის მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო ტელეკომპანია ART TV-ის სიუჟეტი sti fora გახდა.

„ბოლო პერიოდში, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, საბერძნეთის მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე გაცნობებთ: საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო ტელეკომპანია ART TV-ის სიუჟეტი sti fora გახდა. ამ საკითხზე 10 ნოემბერს შევხვდი კომპანიის პრეზიდენტს გიორგიოს კარაძაფერისს, რომელმაც გაიზიარა ჩემი წუხილი და დაავალა სიუჟეტის ავტორს ფილიპოს კაბურისისს ვითარების გამოსწორება. ამ თემაზე 13 ნოემბერს, 13:30 საათზე გასულ სიუეჟეტში ფილიპოს კაბურისისსმა გაავრცელა ჩემი განცხადება, რომელშიც აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანია ART TV-ის გადაცემაში საქართველოს მოქალაქეები დადანაშაულებული იქნენ იმ დანაშაულში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და ვითხოვ, კომპანია ART TV-ის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ბატონი კარაძაფერისთან შევთანხმდით, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული სიუჟეტების მომზადებისას, ტელეკომპანია საელჩოსთან წინასწარ დააზუსტებს გასავრცელებელ ინფორმაციას. აღნიშნულის გარდა, გასულ კვირაში ოფიციალურად მივმართე საბერძნეთის ტელეკომპანიებს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია საქართველოს საელჩოსთან. ამ მიზნით, საელჩოში განისაზღვრა პასუხისმგებელი პირი, რომელთანაც ტელეკომპანიებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმაციების დეტალების დაზუსტება“, - ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ. ასევე გამოქვეყნდა ათენის პროკურატურის მიერ გავრცელებული, დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები.
ბერძნულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველების კრიმინალურმა დაჯგუფებამ 85 წლის მოხუცი ქალი დააყაჩაღა და აწამა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი ხმალაძე - 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსთან 6:13 დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსის ნაკრებთან 6:13 დამარცხდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრა უელსის ეროვნულ გუნდთან კარდიფში 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე“ გაიმართა.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” სოციალური კამპანია დაიწყო
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს 19 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა ოზურგეთში ადვოკატებს შეხვდა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა ოზურგეთში ადვოკატებს შეხვდა. ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ
მიხეილ გიორგაძე - ადმინისტრაციული რესურსის ნაწილში სერიოზული ოპტიმიზაცია მოხდება
სერიოზული ოპტიმიზაცია მოხდება სწორედ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილში, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,
„ვარდების მოედანზე“ ყველის ფესტივალი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, „ვარდების მოედანზე“ უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა,
კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა მიმდინარეობს. 30-მდე მხატვარი კედლების მოხატვას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განახორციელებს. სამუშაოები დღეს თბილისის
ახალი სატრანსპორტო დერეფნის - „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოეწერა
ქალაქ აშხაბადში, საქართველოს, ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ავღანეთიდან სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის
იან კელიმ ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გახსნა
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აშშ–ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გახსნა, რომელიც გლობალური მეწარმეობის
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიულმა კომიტეტმა შეხვედრა გამართა
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის