არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოუწევს
15:09 14-11-2017
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოუწევს კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირების გავლა მოუწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა.

აქვე ჩერქეზიშვილმა განმარტება გააკეთა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის გარდამავალი დებულებებიდან იმ მუხლის ამოღების შესახებ, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ახალი წლიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარება.

”ჩვენ ვაცხადებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან რეფორმა იწყება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება. დღეს არსებობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ უწევთ, რაც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მუხლის კანონიდან ამოღება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი, როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისათვის და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნებოდა დაჯარიმებული. აღნიშნული ნორმის დატოვება ნიშნავს იმას, რომ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება 1-ელი იანვრისათვის ინსპექტირებაზე უნდა მიიყვანონ. კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ჩერქეზიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოუწევს


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თბილისის
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მმართველი
პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო
საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის №10-ში სკვერები მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
დეპუტატი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა
კობა კობალაძე ავჭალაში ლიბანის N1-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის,
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სესიის “ელექტრონული ვაჭრობა” ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სესიის “ელექტრონული ვაჭრობა” ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6890 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6890 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
ქუთაისში მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ხმაურით დაიწყო ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ პარტიის სახელით კენჭისყრაში
თბილისის ზოგიერთ რაიონს, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 21 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 21 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.