არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
CENN-ის განცხადება მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ
08:04 14-11-2017
CENN-ის განცხადება მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ, 2017 წლის 14 ნოემბერს დაწყებული სამთავრობო ცვლილებები, რომლის შესახებაც პირველი საჯარო განცხადება 2017 წლის 13 ნოემბერს გაკეთდა, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს სახელმწიფოს მიერ მისი ძირითადი ფუნქციებისა და ვალდებულებების განხორციელებაზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გარანტირებულ დაცვაზე.

CENN მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო, არსებული ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (რთულ სოციალურ–ეკონომიკურ ფონზე მიმდინარე ევროკავშირთან ასოცირებისა და დემოკრატიული ფასეულებების დამკვიდრების ინტენსიური პროცესი), მოითხოვს სიღრმისეული ანალიზისა და ფართო დისკუსიის წარმართვას, რომელშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული საქართველოს ხელისუფლების ყველა რგოლი, სამოქალაქო საზოგადოება, ევროკავშირი და დიპლომატიური კორპუსი, რომელთა მხარდაჭერითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები და პროგრამები ხორციელდება.

CENN-ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა და მონაწილეობრივი პროცესების გარეშე, გაუმჭვირვალედ მიღების რისკი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ზიანი მიაყენოს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. პირველ რიგში, ეს ეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება/რეორგანიზაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, CENN მიმართავს საქართველოს მთავრობას:

• საზოგადოებას წარედგინოს აღნიშნული ცვლილების (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება/რეორგანიზაცია) განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებული არგუმენტაცია;
• მომზადდეს და ფართო საზოგადოებას განხილვისთვის წარედგინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობების (მათ შორის, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების), მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, მიმდინარე პროგრამების, სამართლებრივი პროექტების და მათი განხორციელების გადაბარების დეტალური გეგმა შესაბამისი უწყებებისათვის;
• განისაზღვროს გონივრული ვადა, რაც საზოგადოებას (მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას) საშუალებას მისცემს, მოახდინოს წარმოდგენილი დეტალური გეგმის ანალიზი და შენიშვნების მიწოდება მისი გაუმჯობესების მიზნით;
• დაანონსებული ცვლილებების პაკეტი შემუშავდეს მხოლოდ შემოთავაზებული მონაწილეობრივი პროცესის შედეგად შეთანხმებული გეგმის საფუძველზე და დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტს.

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გარანტირებულ დაცვას, ცვლილებების სწორად დაგეგმვას და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას. ამავდროულად, CENN გამოთქვამს მზაობას, ითანამშრომლოს მონაწილეობრივი პროცესის ნებისმიერი ალტერნატიული სცენარის შემუშავებისა და წარმართვის პროცესში.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ბიბლუსი გალერეამ“ თანამედროვე ქართველ მწერლებს, ციკო ინაურსა და ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლა
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ბიბლუსისა“ და „პალიტრა L“-ის ორგანიზებით, „ბიბლუსი გალერეამ“ თანამედროვე ქართველ მწერლებს, ციკო ინაურსა და ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლა.
თსუ-ში სახალისო შემეცნებითი კვირეული - „ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო შემეცნებითი კვირეული - „ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.
ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის
ნაძალადევში გამწვანების აქცია გაიმართა
ნაძალადევში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია გაიმართა.
გეგმური სამუშაოების გამო ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სამუშაოების გამო 24 აპრილს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
“სს ინსტიტუტი იგჰ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
“სს ინსტიტუტი იგჰ“ საავტომობილო გორის გვირაბის გადაკეტვის გამო კომპანიის დაჯარიმების შესახებ გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
ვაშინგტონში ქართული ფილმის „მონანიება“ ჩვენება გაიმართა
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით აშშ-ში, ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას ოფიციალურად უერთდება
ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა.
დავით ჭიჭინაძე - შევხვდი არჩილ თალაკვაძეს - დავილაპაკეთ და შევთანხმდით, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ
შევხვდი უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს - დავილაპაკეთ და შევთანხმდით, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
თსუ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის