არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
სამშობიაროები ვალდებულნი იქნებიან ახალშობილთა სმენის სკრინინგი უფასოდ ჩაატარონ
22:04 14-11-2017
სამშობიაროები ვალდებულნი იქნებიან ახალშობილთა სმენის სკრინინგი უფასოდ ჩაატარონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებული იქნება, ახალშობილთა სმენის სკრინინგი განახორციელოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამების განხორციელება 2007 წელს თბილისიდან დაიწყო. თუმცა დღეისათვის, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ თბილისში დაბადებული ახალშობილების სმენის სკრინინგულ კვლევებს ფარავს; აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროს და ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამით კი მოცულია აჭარის რეგიონში დაბადებული ახალშობილების სკრინინგი, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უზრუნველყოფენ იმერეთის (ქუთაისი), სამეგრელოს (ზუგდიდი) და გურიის რეგიონებში დაბადებული ახალშობილების სმენის სკრინინგს.

„როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემა ვერ იქნება ეფექტური, თუ ახალშობილთა სმენის სკრინინგი ქვეყნის მთელი მასშტაბით დაბადებული თითოეული ბავშვისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1-ელი მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებული იქნება განახორციელოს ახალშობილთა სმენის სკრინინგი“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამ საკითხზე ხვალ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენის“ ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცის თემაა „ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი საქართველოში“. კონფერენციაზე განიხილება ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგის დანერგვის პროცესში მოსალოდნელი გამოწვევები და ამ მხრივ არსებული საერთაშორისო გამოცდილება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დარგის საერთაშორისო ექსპერტები.

პროექტს „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენ“, “სთეფ ფორვარდ“-თან, “თანაზიარსა” და “თაირის”-თან ერთად. პროექტის ასოცირებულ პარტნიორებს კი წარმოადგენენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით მათიკაშვილი - ლარი აუცილებლად დასტაბილურდება
დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ლართან დაკავშირებით სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული,
საპარლამენტო დელეგაცია ოტავაში ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს
კანადაში, ოტავაში, ახალგაზრდა პარლამენტარების მეოთხე საპარლამენტთაშორისო კავშირის გლობალური კონფერენცია მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე Start in Georgia-ს გამოფენის გახსნას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი Start in Georgia-ს გამოფენის გახსნას დაესწრო.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე იქნება
28 ნოემბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის
"დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - თუ ადამიანს არ ექნება წლიური შემოსავალი მინიმუმ 50 000 ლარი, მას სამორინეში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს
მოძრაობის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" შეხედულებები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით უფრო უმკაცრესი და რადიკალურია,
მამა ანდრია - აზარტული თამაშების თემაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები
სოფიო კილაძე - საშინელი შემთხვევები მოვისმინე, აზარტულმა მოთამაშემ მძინარე მეუღლეს თითიდან ქორწინების ბეჭედი გამოაძრო, დაალომბარდა და ამით ითამაშა
აზარტულ თამაშებს სახელმწიფოსთვის უფრო მეტი დანახარჯი აქვს, ვიდრე შემოსავალი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის
თბილისში H&M-ის მაღაზია გაიხსნა
თბილისში შვედური ბრენდის H&M-ის მაღაზია გაიხსნა. მაღაზია თავისუფლების მოედანზე "თბილისი გალერაში“ გაიხსნა და ის ბრენდის პირველი
ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით საქართველოში შეკრება გაიმართება, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმაზე შეჯერდებიან
დეკემბერში საქართველოში ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება, სადაც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან
გიორგი აბაშიშვილმა პირველი სტარტაპ გამოფენა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პირველი სტარტაპ გამოფენა გახსნა.