არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
ლევან ხაბეიშვილი - თბილისის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად იტალიური კომპანია შეარჩია, ხომ არ უნდა ველოდოთ გატუზოს ან ნესტას კომპანიების გამოჩენას?
11:55 07-12-2017
ლევან ხაბეიშვილი - თბილისის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად იტალიური კომპანია შეარჩია, ხომ არ უნდა ველოდოთ გატუზოს ან ნესტას კომპანიების გამოჩენას? „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია.

როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია, რომელიც თბილისის მერიამ შეარჩია, არის იტალიური და მას ანგარიშები იტალიაში აქვს.

ხაბეიშვილის განმარტებით, საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და ეს არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ოდესმე დახარჯულა. შესაბამისად, მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, რატომ შეარჩია თბილისის მერიამ მაინცდამაინც იტალიური კომპანია, ვინ მოიძია აღნიშნული კომპანია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მნიშვნელოვანია და კონკრეტული დეტალია, რომ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდა ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან, რომელსაც „შემთხვევით“ საბანკო ანგარიშები მილანში აქვს. გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, ამიტომ საგამოძიებო უწყებებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ, ვის დაესიზმრა მილიონობით კომპანიაში მაინცდამაინც ის კომპანია, რომელიც იტალიაშია დაფუძნებული და მისი ანგარიშები არის მილანში. რატომ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, რატომ ხდება სამჯერ მეტი თანხის გადარიცხვა თბილისის ბიუჯეტიდან განათებებისთვის, ვიდრე ოდესმე გადარიცხულა. საქმე ხომ არ გვაქვს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებასთან, ხომ არ ველოდოთ მაგალითად საგზაო სამუშაოებზე თბილისში შემდგომში ჯენარო გატუზოს ან ალესანდრო ნესტას კომპანიების გამოჩენას, მარტივი და ლოგიკური შეკითხვა გვაქვს და ამაზე პასუხი კახა კალაძემ უნდა გასცეს, ვინ და როგორ მოიძია მილიონობით კომპანიას შორის მაინცდამაინც ის კომპანია, რომელსაც ანგარიშები მილანში აქვს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თბილისის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად იტალიური კომპანია შეარჩია, ხომ არ უნდა ველოდოთ გატუზოს ან ნესტას კომპანიების გამოჩენას? - ლევან ხაბეიშვილი


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დღეს, 17:30 საათზე აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი პროფსასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს.
სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ დღეს სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა.
სოზარ სუბარი - პოლიტიკას ვდებთ განზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
კონფერენცია - „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ“ გაიმართა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
”ლიდერფუდი” - ქართული საწარმო ევროპული სტანდარტებით და გერმანელი ტექნოლოგით
”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს