არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
12:14 07-12-2017
ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფედერაცია ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარი უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან.

„მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ ლიგებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული“, - აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს.

იხილეთ ვიდეო: ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს.
11 დეკემბერს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება
11 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი - პაატა გურასპაული
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა
”არ დავთმოთ ღამე” - ამ სახელწოდებით ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა.
 ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებულები დღევანდელ საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობენ
”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაკავებული პირები შიმშილობენ. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა
ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესი დაცული იყო
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები ბანერით - ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ
საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს, სასულიერო პირები ბანერებით ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ.
ვარდების მოედანზე, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია მიმდინარეობს
მოვითხოვთ, რომ პარლამენტში მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას შეეხება. ამასთან, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ახალ წლამდე შეიწყალოს
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 11-12 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება