არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე - საახალწლო განათებებისთვის იტალიური კომპანია ნარმანიას მერობისას შეირჩა და კალაძეს ამასთან კავშირი არ აქვს
12:26 07-12-2017
საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე - საახალწლო განათებებისთვის იტალიური კომპანია ნარმანიას მერობისას შეირჩა და კალაძეს ამასთან კავშირი არ აქვს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, იტალიური კომპანია, რომელიც თბილისში საახალწლო განათებებზე მუშაობს, დავით ნარმანიას მერობის დროს შეირჩა და აღნიშნულ პროცესთან დედაქალაქის ახალ მერ კახა კალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ განცხადებით ირაკლი ზარქუა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ იტალიურ კომპანიას 3 მილიონიანი ხელშეკრულება ერთპიროვნული მოლაპარაკებების შედეგად გაუფორმა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ამ განცხადებას პოპულისტურს უწოდებს.

მისივე განმარტებით, 3 მილიონი ლარი იხარჯება იმიტომ, რომ შეისყიდონ ბევრად ხარისხიანი განათებები და ყოველ წელს არ იყოს მათი შეძენის საჭიროება, ამგვარად კი თანხა დაიზოგოს. აქედან გამომდინარე, ზარქუას თქმით, არანაირ კანონდარღვევას და კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

„წინა წლების განმავლობაში, როდესაც ტენდერი ცხადდებოდა, იგებდა იაფფასიანი და ჩინური კომპანიები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირდაპირი მიყიდვის გზით აქცენტი გაკეთებულიყო ხარისხზე, ამით დაზოგილიყო წინასაახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა. დავით ნარმანიას მთავრობის დროს იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და აქ რაიმე დანაშაული არ იკვეთება“, - განაცხადა ზარქუამ.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია ამ განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ყოველწლიურად საახალწლო განათებებისთვის და ღონისძიებისთვის იხარჯებოდა 1 მილიონ-ნახევარი ლარი და ეს იყო ერთჯერადი გამოყენების. ყოველწლიურად ხდებოდა უვარგისი და უხარისხო აპარატურის შეძენა. წელს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე, განათებები იყოს მრავალჯერადი გამოყენების და თანხა დაიზოგოს. მინიმუმ მომავალი სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტში აღარ იქნება ჩადებული ის მუხლი, რომელიც ამ კუთხით შესყიდვებს ეხება. რაც შეეხება იმას, რომ მინიშნებები მილანზე გაკეთდა, შესყიდვები ოქტომბრის თვეში დაიწყო და ოქტომბერში კახი კალაძე თუ არ ვცდები, მინისტრი იყო და არაფერი ესაქმებოდა დედაქალაქის მერიაში. ამიტომ ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს“, - განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, მისივე განმარტებით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საკრებულოში შედის განსახილველად, წინასაარჩევნოდ გაცემული ყველა პრიორიტეტია ასახული, შესაბამისად, მისივე განმარტებით, თბილისის მერია ამ დაპირებებს შეასრულებს.

„ხვალ შემოდის ბიუჯეტი, სადაც წინასაარჩევნოდ გაცემული პრიორიტეტებია ასახული. მაგალითად, 137 მილიონიდან 337 მილიონამდე იზრდება ინფრასტრუქტურულ ნაწილში თანხა, ჯანდაცვის ნაწილში 44-დან 48 მილიონამდე იზრდება, ასევე ეკოლოგიის ნაწილში 13-დან 20 მილიონამდე. ეს არის ის დაპირებები, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა და ჩვენ ამას განვახორციელებთ“, - განაცხადა ზარქუამ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს.
11 დეკემბერს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება
11 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი - პაატა გურასპაული
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა
”არ დავთმოთ ღამე” - ამ სახელწოდებით ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა.
 ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებულები დღევანდელ საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობენ
”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაკავებული პირები შიმშილობენ. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა
ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესი დაცული იყო
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები ბანერით - ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ
საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს, სასულიერო პირები ბანერებით ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ.
ვარდების მოედანზე, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია მიმდინარეობს
მოვითხოვთ, რომ პარლამენტში მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას შეეხება. ამასთან, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ახალ წლამდე შეიწყალოს
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 11-12 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება