არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
იციკ მოშე გიორგი კვირიკაშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად თბილისმაც აღიაროს
12:41 07-12-2017
იციკ მოშე გიორგი კვირიკაშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად თბილისმაც აღიაროს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართავს, მხარი აუბას აშშ-ის გადაწყვეტილებას და ოფიციალურმა თბილისმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს.

იციკ მოშეს განცხადებით, დღეს ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მიჯნაზე, როდესაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში.

„ბატონებო, უდიდესმა სახელმწიფომ და მსოფლიოში მშვიდობის ერთ-ერთმა გარანტმა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 6 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არა მარტო ისრაელისთვის, არამედ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყანასთან ისტორიული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ყოველთვის ისრაელისადმი განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩეოდა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა რკინის ფარდის მიუხედავად, გაიხსნა ისრაელის პირველი წარმომადგენლობა; დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჩატარდა ისრაელის მხარდამჭერი მასშტაბური ფორუმი, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, 2016 წლის დეკემბერში თბილისმა უმასპინძლა ჰასბარას (ისრაელის სოლიდარობის) პირველ საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც თქვენთან ერთად ესწრებოდნენ ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წარმომადგენლებიც. სწორედ ამ უკანასკნელ ფორუმზე ფართო საზოგადოებას გავაცანით ჩვენი, „ისრაელის სახლის“ ინიციატივა, რომ მხოლოდ დიდი სახელმწიფოების შემდეგ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარებდა იერუსალიმს ოფიციალურად ისრაელის დედაქალაქად და თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანდა. მაშინ ამ ინიციატივას, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ხოტოველმა და მანაც გამოთქვა იმედი, რომ მალე საქართველოს საელჩოს იერუსალიმში იხილავდა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

ვფიქრობ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ამ ისტორიული გარდატეხის მიჯნაზე, როდესაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში, მხარი აუბას აშშ-ის გადაწყვეტილებას და იერუსალიმი ოფიციალურმა თბილისმა ისრაელის დედაქალაქად აღიაროს.

გვჯერა, რომ ეს იქნება არა მარტო ისტორიული სამართლიანობის, არამედ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პოლიტიკის მხარდაჭერა, რამაც ბიძგი მისცა აშშ-ს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მიეღო ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს მიმართვაში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს.
11 დეკემბერს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება
11 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი - პაატა გურასპაული
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა
”არ დავთმოთ ღამე” - ამ სახელწოდებით ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა.
 ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებულები დღევანდელ საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობენ
”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაკავებული პირები შიმშილობენ. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა
ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესი დაცული იყო
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები ბანერით - ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ
საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს, სასულიერო პირები ბანერებით ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ.
ვარდების მოედანზე, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია მიმდინარეობს
მოვითხოვთ, რომ პარლამენტში მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას შეეხება. ამასთან, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ახალ წლამდე შეიწყალოს
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 11-12 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება