არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
1-ელი იანვრიდან ტექდათვალიერება 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი სიმძიმის ავტომობილებს შეეხებათ
12:54 07-12-2017
1-ელი იანვრიდან ტექდათვალიერება 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი სიმძიმის ავტომობილებს შეეხებათ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხებათ.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სწორედ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. ესენი არიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5ტ. ზემოთ) ავტომობილები.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ელი ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.

1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტოსაშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

უფრო კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა ტექდათვალიერების დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი, კერძოდ, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ,ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. შეასაბამისად, მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი მიხვდება, მოუწევს თუ არა და რა პეროდულობით მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ -პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიავე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი სანკტ-პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რუსეთის ქალაქ სანკტ- პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
„თბილისი მოლში“ ძაღლების გამოფენა გაიმართა
სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლი“ ძაღლების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MY VET.GE-სა
გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის
ხვალ ბარბარობაა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში პირველად,
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა
სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.