არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
მიხეილ ჩხენკელი - ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ
13:27 07-12-2017
მიხეილ ჩხენკელი - ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ.

ამის შესახებ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განცხადებით, ასევე ფუნდამენტურად გადაიხედება მანდატურის სამსახური და მისი გაძლიერება მოხდება.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, მე შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს და გადავწყვიტეთ, შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, რასაკვირველია, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, კულტურის და სპორტის სამინისტროები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულები, რომ მოხდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება და მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს.
პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას. მინდა გითხრათ, რომ მანდატურების სამსახურის ფუნდამენტური შესწავლა მოხდება, გადაიხედება. მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მისი დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდგომ. კონკრეტულ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პატრულირება, რასაკვირველია, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, უკვლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ მოხდეს პატრულირება, როგორი მარშრუტი იქნება, რათა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლში ბრუნდებიან, გაძლიერებული იქნება პატრულირება“, - განაცხადა ჩხენკელმა.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დღეს, 17:30 საათზე აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი პროფსასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს.
სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ დღეს სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა.
სოზარ სუბარი - პოლიტიკას ვდებთ განზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
კონფერენცია - „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ“ გაიმართა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
”ლიდერფუდი” - ქართული საწარმო ევროპული სტანდარტებით და გერმანელი ტექნოლოგით
”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს