არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
განათლების მინისტრი - თბილისის 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას
13:39 07-12-2017
განათლების მინისტრი - თბილისის 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას თბილისის 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა სკოლების მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ ეტაპზე არ დგას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება გამოავლენს ყველა ფაქტს ამ გარემოების გარშემო და გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაც მიუძღვის ბრალი ამ სიტუაციაში, მას ყველას მოეთხოვება პასუხი, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, რამეთუ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს დაიჭრა 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი მოზარდი, დათო სალარიძე 2 დეკემბერს "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გარდაიცვალა.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ -პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიავე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი სანკტ-პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რუსეთის ქალაქ სანკტ- პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
„თბილისი მოლში“ ძაღლების გამოფენა გაიმართა
სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლი“ ძაღლების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MY VET.GE-სა
გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის
ხვალ ბარბარობაა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში პირველად,
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა
სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.