არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, მოხდა მანდატურების სამსახურსა და შს სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა
14:03 07-12-2017
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, მოხდა მანდატურების სამსახურსა და შს სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ყველა სკოლასთან პატრულის ეკიპაჟების პატრულირება, რა თქმა უნდა, დიდ რესურსს წაიღებს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როდესაც არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურების ეფექტურობის ზრდა. ეს გახლავთ ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და მონაწილეობს როგორც განათლების სამინისტრო, ასევე გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტროც. აქ მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სმაინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის სამსახრურის ეფექტიანობას.

იქამდე, ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა რესურსს მოახმარს იმას, რომ უსაფრთხოების ზომები სკოლებში იყოს დაცული. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ეს სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ეკიპაჟი, რამდენიმე სკოლასთან - თუ არ ვცდები 80-85 სკოლა იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე პატრულირებდნენ დილის საათებში, მძიმე „ტრაფიკის“ დარეგულირების მიზნით და მშობლების და ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მაშინ ჩვენი ამოცანა. სამწუხაროდ, მოხდა შემდგომ, რაც მოხდა. ჩვენ ამ თემას, საკითხს სერიოზულად ვუდგებით და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურების ეფექტურობა.

პატრულის როლი აქ, რა თქმა უნდა, შეიცვლება. გვესმის ხმა, როდესაც ჩვენი მოქალაქეეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით - პოლიციის ადგილი სკოლაში არის მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც პოლიციამ უნდა იმუშაოს. სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სამუშაო კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შს სამინისტროში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, არის თუ არა შს მინისტრის განცხადება იმის აღიარება, რომ მანდატურის როლის შესუსტება არასწორი გადაწყვეტილება იყო, მინისტრმა განაცხადა, რომ „ეს, რა თქმა უნდა, არ არის ამის აღიარება“.

„ეს არის იმის აღიარება, რომ დღეს მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს გვაქვს და არა იმის წინაშე, რომელიც 5 ან 10 წლის წინ გვქონდა. ამ ბმას აღვადგენთ, თუმცა, ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან“, - განაცხადა გახარიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ -პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიავე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი სანკტ-პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რუსეთის ქალაქ სანკტ- პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
„თბილისი მოლში“ ძაღლების გამოფენა გაიმართა
სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლი“ ძაღლების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MY VET.GE-სა
გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის
ხვალ ბარბარობაა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში პირველად,
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა
სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.