არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
FAO - ს კვლევა - საქართველოში პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ
14:25 07-12-2017
FAO - ს კვლევა - საქართველოში პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ საქართველოში პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია FAO-ს ფერმერთა განწყობების კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, აღნიშნული არაინფორმირებულობა პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხს.
გამოკითხვა აგვისტო-სექტემბრის თვეში, კავკასიის რესურსების კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29%-მა აღნიშნა, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ.

„ფერმერთა ნახევარზე მეტს (57%) საკუთარი მსხვილფეხა საქონელი იდენტიფიცირებული ჰყავს საყურე ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველზე განხორციელებულია ვეტერინარული ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ მესაქონლეთა უმეტესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. კითხვაზე, რამდენად ინფორმირებული ხართ საქონლის დაავადებების შესახებ? შეაფასეთ ცოდნა შკალაზე, სადაც 0 ნიშნავს „საერთოდ არაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, ხოლო 10 ნიშნავს „ყველაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, გამოკითხულთა 29%-მა აღნიშნა, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ფერმერები და მათი ოჯახის წევრები, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები (ზოონოზური) დაავადებების პირველად რისკ-ჯგუფის კატეგორიაში არიან. გამოკითხულთა (58%) საკუთარი ცხოველისაგან წარმოებული ნაწარმის (რძე, ყველი, ხორცი) უდიდეს ნაწილს 76-100% თავად მოიხმარს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის ფაქტი, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ფერმერთა მხოლოდ 4-მა პროცენტმა დაკლა მსხვილფეხა საქონელი სასაკლაოში“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ქალები და კაცები თითქმის თანაბარ დროს უთმობენ ცხოველთა მოვლა-პატრონობას.

„კვლევის თანახმად ქალები და კაცები თითქმის თანაბარ დროს უთმობენ ცხოველთა მოვლა-პატრონობას. ასევე, ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს საქონლის მკურნალობასთან დაკავშირებით. თუ კაცები პასუხისმგებლები არიან ცხოველთა საკვებით უზრუნველყოფაზე, ქალების ვალდებულებაა, ცხოველის მოწველა და პროდუქტების წარმოება. ცხოველური პროდუქტის გაყიდვაზე, ძირითადად ქალები არიან პასუხისმგებლები, თუმცა, საქონლის გაყიდვა კაცების პრეროგატივაა“, - ნათქვამია კვლევაში.

როგორც NAITS პროექტის მენეჯერმა დრაგან ანგელოვსკიმ განაცხადა, ფერმერების არაინფორმირებულობა არ ნიშნავს, რომ ფერმერები უარს ამბობენ თანამშრომლობაზე.

„ეს არის ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მათზე კონტროლის დაწესების სისტემის მიმართ ფერმერებისა და ზოგადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულების შეფასების კვლევა. ძალიან საინტერესოა, რადგან მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დრაგან ანგელოვსკიმ.

პროექტის კომუნიკაციების ოფიცერის ნინო თოფურიძის თქმით, ტელევიზია რჩება ფერმერებს შორის ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო წყაროდ.

„ ეს კვლევა იკვლევდა ასევე მედია განწყობებს ფერმერებს შორის. ამ კვლევის თანახმად, ტელევიზია რჩება ფერმერებს შორის ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო წყაროდ, მაშინ როდესაც ჟურნალ გაზეთების, რადიოს მოხმარება პრაქტიკულად ნულს უტოლდება. ფერმერთა დიდი ნაწილი თითქმის ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს და მათთვის ინტერნეტი არის საკომუნიკაციო საშუალება მეგობრებთან ახლობლებთან“, - განაცხადა ნინო თოფურიძემ.

კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლებმაც NAITS პროექტის იმპლემენტაციისთვის ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყვეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მალხაზ მაჩალიკაშვილი - მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ
მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია
 სამების საკათედრო ტაძარში ხვალ ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს- პატრიარქის ნათლული კიდე 1000-მდე ბავშვი გახდება.
 მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ
მცხეთაში, ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით
 კატერინა მატერნოვა ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური
 16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
16 წლის გოგონას, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება.
 იტალიაში „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა
იტალიის ქალაქ ბარიში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „თბილისის ჩაის ფესტივალი“ გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო
 „თავისუფალი საქართველო“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ჭუბერში გამართულ აქციას შეუერთდა
„თავისუფალი საქართველო“ დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
 მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების
ხვალ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა
აღდგომიდან მესამე კვირას, ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.