არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
მიხეილ ჩხენკელი - სკოლებში და სკოლების გარეთ შეხვედრები გვექნება, მოვისმენთ ახალგაზრდების აზრს, როგორ ხედავენ ისინი საკუთარ როლს პრობლემატიკის აღმოფხვრაში
14:43 07-12-2017
მიხეილ ჩხენკელი - სკოლებში და სკოლების გარეთ შეხვედრები გვექნება, მოვისმენთ ახალგაზრდების აზრს, როგორ ხედავენ ისინი საკუთარ როლს პრობლემატიკის აღმოფხვრაში შეხვედრები გვექნება ახალგაზრდებთან სკოლებში და სკოლების გარეთ, რომ მოვისმინოთ მათი აზრი, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთ როლს ამ პრობლემის აღმოფხვრაში, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, როგორ ხედავს უწყება ახალგაზრდებთან დიალოგის შესაძლებლობას.

მისივე განცხადებით, შეხვედრები არა მარტო სკოლებში, არამედ, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გაიმართება.

„დიალოგი ახალგაზრდებთან აუცილებელი მომენტია. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ დიალოგი საჭიროა ყველასთან და განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. მათ აქვთ თავიანთი ხედვები, შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ზოგადად, პრობლემატიკის ირგვლივ. აქედან გამომდინარე, შეხვედრები გვექნება ახალგაზრდებთან სკოლებში და სკოლების გარეთ, რომ მოვისმინოთ მათი აზრი, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთ როლს ამ პრობლემატიკის აღმოფხვრაში. მათ მოსაზრებებს, ისევე, როგორც მთელი საზოგადოების მოსაზრებებს ჩვენ აუცილებლად დეტალურად მოვისმენთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტრო არის ღია და მთელ საზოგადოებას მოვუსმენთ გულდასმით.
ახალგაზრდებთან დიალოგის ფორმები არის მრავალი - შეხვედრები სკოლებში და სკოლების გარეთ. მოვისმენთ არა მხოლოდ მოსწავლეების აზრს, არამედ საერთოდ, ახალგაზრდების აზრს, გვექნება შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში. სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან ახალგაზრდებს, ასევე სკოლებშიც მოხდება ამ ინფორმაციის შეგროვება. მთავარი აქ არის მოვისმინოთ ყველას აზრი. შეხვედრების ორგანიზებას, რა თქმა უნდა, მოვახდენთ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ „სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან“.

„ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, გავიგოთ მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ, არა მხოლოდ იმაზე რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები.
იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენ შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ. მათ აქვთ იდეებიც, აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ჩვენი დამოკიდებულებისგან ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სთხოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გააქტიურონ საუბარი ახალგაზრდებთან.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დღეს, 17:30 საათზე აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი პროფსასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს.
სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ დღეს სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა.
სოზარ სუბარი - პოლიტიკას ვდებთ განზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
კონფერენცია - „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ“ გაიმართა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
”ლიდერფუდი” - ქართული საწარმო ევროპული სტანდარტებით და გერმანელი ტექნოლოგით
”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს