არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
კახა კალაძე - მე მართლა მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ამიტომ მიუღებელია განცხადებები გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებისგან
15:45 07-12-2017
კახა კალაძე - მე მართლა მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ამიტომ მიუღებელია განცხადებები გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებისგან მე მართლა მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული მსოფლიო ქალაქებს შორის, ამიტომ ნამდვილად მიუღებელია ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებისგან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კრიტიკას საახალწლო განათებებთან დაკავშირებით.

კახა კალაძის განმარტებით, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას და ყოფილი მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

მისივე განმარტებით, იტალიურმა კომპანიამ გასულ წელს საახალწლოდ ლონდონი მორთო და აღიარებაც დაიმსახურა, შესაბამისად, კალაძის განცხადებით, მასაც აქვს პრეტენზია, რომ თბილისი იყოს საუკეთესოდ მორთული.

"მე უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან, ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 000 ევროს ხელშეკრულება, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათაშორის, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი წინასაახალწლოდ და მან მიიღო აღიარება, რომ საუკეთესოდ მორთული იყო ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და ყველაზე ლამაზი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში უფრო მეტი იქნება გაკეთებული, რომ საახალწლო განათებები უფრო ეფექტური და ლამაზი იყოს.

"ჩვენი დედაქალაქი იქნება ყოველთვის იმ ქალაქებს შორის, რომელიც არის საუკეთესო. ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ როგორც შეეფერება დედაქალაქს და აქ მაცხოვრებელ ადამიანებს და ზოგადად, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას გავუკეთებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება", - განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია.

როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია, რომელიც თბილისის მერიამ შეარჩია, არის იტალიური და მას ანგარიშები იტალიაში აქვს.

ხაბეიშვილის განმარტებით, საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და ეს არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ოდესმე დახარჯულა. შესაბამისად, მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, რატომ შეარჩია თბილისის მერიამ მაინცდამაინც იტალიური კომპანია, ვინ მოიძია აღნიშნული კომპანია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დღეს, 17:30 საათზე აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი პროფსასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს.
სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ დღეს სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა.
სოზარ სუბარი - პოლიტიკას ვდებთ განზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
კონფერენცია - „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ“ გაიმართა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
”ლიდერფუდი” - ქართული საწარმო ევროპული სტანდარტებით და გერმანელი ტექნოლოგით
”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს