არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
ომბუსდმენი ლაფანყურის სპეცოპერაციის, რაფალიანცის, 26 მაისის აქციის დაშლის და რამდენიმე საქმის გამოძიების შედეგებს აჯამებს
15:49 07-12-2017
ომბუსდმენი ლაფანყურის სპეცოპერაციის, რაფალიანცის, 26 მაისის აქციის დაშლის და რამდენიმე საქმის გამოძიების შედეგებს აჯამებს ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე, ბარბარე რაფალიანცის საქმე, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმე - სახალხო დამცველი უჩა ნანუშვილი ამ და სხვა რამდენიმე საქმის გამოძიების შედეგებს აჯამებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული საქართველოს სახალხო დამცველმა 2012 წლიდან დღემდე, საკუთარი ინიციატივით, არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე შეისწავლა, ასახა საპარლამენტო ანგარიშებში და გასცა რეკომენდაციები ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამ განცხადების მომზადების დღისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, ამ საქმეთა უმრავლესობაში დამნაშავე პირების გამოვლენა არ მომხდარა; უმეტეს შემთხვევაში არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებიდან ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანია მითითებული:

1. ბ.რ.-ს საქმე

საქართველოს სახალხო დამცველმა 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამით კახეთის რეგიონში გარდაცვლილ მცირეწლოვან ბ.რ.-ს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ მოუწოდა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაჩქარებისა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით.
მცირეწლოვან ბ.რ.-ს გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დადგენილი არ არის და გამოძიება დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი ბავშვის დედას მიენიჭა.

2. ს.ქ.-ს საქმე

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ჩაეტარებინა ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დაედგინა 2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში ბრალდებულ ს.ქ.-ს, როგორც გარდაცვალების მიზეზი, ასევე, გარდაცვალებამდე ხომ არ დაექვემდებარა იგი არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას.
ს.ქ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, კონკრეტული პირი ბრალდებულად ცნობილი არ არის.

3. 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმე

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოძიებას მოუწოდა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტების დროული გამოძიება.
მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 მაღალჩინოსნის მიმართ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, დანარჩენი 5 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს ჯერ კიდევ იხილავს სასამართლო. საქმეზე 250-მდე პირი ცნობილია დაზარალებულად, გამოძიება გრძელდება.

4. ფარული ჩანაწერების 26 ათასი ფაილის საქმე

2013 წელს ცნობილი გახდა ათასობით უკანონოდ მოპოვებული, ფარული ჩანაწერის არსებობის შესახებ, რომელიც ინახებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა სამალავებში. მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №206 დადგენილებით შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველი წევრის სტატუსით იყო მიწვეული.

დროებითი კომისიის 2014 წლის 31 იანვრის ანგარიშის მიხედვით, ფარული ჩანაწერების (ფაილების) სრულმა რაოდენობამ 28 687 ათასი ფაილი შეადგინა. კომისიის გადაწყვეტილებით 2013 წლის 5 სექტემბერს განადგურდა პირადი, მათ შორის, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, ხოლო 2014 წლის 29 იანვარს დროებითმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და უკანონო ჩანაწერების ნაწილი გამოძიებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მასალების მოპოვების ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა წარმოადგენდა.

მოცემულ ფაქტზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩატარებული მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიუხედავად სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.

5. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება

საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიების ეფექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა.
საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მოცემულ საქმეზე, რომელიც მოცულობითი და მრავალეპიზოდიანია, გამოძიება მიმდინარეობს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე და 411-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დაზარალებულად ცნობილი და დაკითხულია 4 000-ზე მეტი პირი. მოწმის სახით დაკითხულია/გამოკითხულია 500-ზე მეტი პირი და ჩატარებულია რამდენიმე ათასი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. რაც შეეხება ომის დროს გაუჩინარებულ პირთა საქმეების გამოძიებას, დ.ც.-ს და პ.ქ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დ.ს.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ჩატარებულია ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ვერ ხერხდება. ა.ხ.-ს, ა.ხ.-ს, ს.პ.-ს, თ.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ჩატარდა მრავალრიცხოვანი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. ა.ხ.-ს, ა.ხ.-ს, ს.პ.-ს, დ.ს.-ს ოჯახის წევრები ცნობილი იქნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლეებად, გამოძიება გრძელდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სიტუაციაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს რჩება ვალდებულება 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავე პირები.

6. ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში გაცემული იქნა რეკომენდაციები 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებული ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით: სამართალდამცავთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერებისა და პროპორციულობის შესასწავლად გამოძიების დაწყება, სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების გარემოებების გამოძიება, გამოძიების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარება, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება და გამოძიების პროცესში მათი ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მოცემულ საქმეზე გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, მოწმის სახით დაიკითხა 300-მდე პირი, ჩაინიშნა არაერთი სახის ექსპერტიზა, ჩატარდა გარდაცვლილ პირთა ექსჰუმაცია და ჩატარდა გვამების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოთხოვილი და მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. ამასთან, მოცემული საქმიდან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე ცალკე წარმოებად საქმე გამოყოფილი არ არის. დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მინიჭებული არავის აქვს.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს.
11 დეკემბერს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება
11 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი - პაატა გურასპაული
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა
”არ დავთმოთ ღამე” - ამ სახელწოდებით ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა.
 ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებულები დღევანდელ საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობენ
”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაკავებული პირები შიმშილობენ. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა
ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესი დაცული იყო
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები ბანერით - ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ
საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს, სასულიერო პირები ბანერებით ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ.
ვარდების მოედანზე, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია მიმდინარეობს
მოვითხოვთ, რომ პარლამენტში მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას შეეხება. ამასთან, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ახალ წლამდე შეიწყალოს
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 11-12 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება