არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შშმ პირებს უმასპინძლა
15:58 07-12-2017
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შშმ პირებს უმასპინძლა ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, შესაძლოა, პარლამენტში ტრადიციად დამკვიდრდეს ყოველწლიურად ადამიანის უფლებების კვირეულის გამართვა.

დღევანდელ შეხვედრაზე ბანკებში შშმ პირების უფლებების შესახებ ისუბრეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები.
„არსებობს გარკვეული ხარვეზები ამ კუთხით და ჩვენი დიდი სურვილია, შშმ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო სერვისით. ამიტომ კარგი ფორმატია, როცა ბანკების წარმომადგენლები და პარლამენტი თემთან ერთად იკრიბება და აღნიშნულ საკითხს ერთობლივად განიხილავს“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლის გადაჭრაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„უსინათლო და მცირედმხედველ, ზედა კიდურების პრობლემის მქონე და მობილურობის შეფერხების მქონე ადამიანებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ბანკომატებთან დაკავშირებით, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი შშმ პირებს განიხილავდეს როგორც მომხმარებლებს და არა როგორც ბენეფიციარებს“, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

კომიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას საბანკო სექტორთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დღეს, 17:30 საათზე აფრიკის დასახლებაში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი პროფსასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს.
სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ დღეს სპექტაკლ „ომობანას“ პრემიერა გამართა.
სოზარ სუბარი - პოლიტიკას ვდებთ განზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
კონფერენცია - „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ“ გაიმართა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4787 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
”ლიდერფუდი” - ქართული საწარმო ევროპული სტანდარტებით და გერმანელი ტექნოლოგით
”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს