არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
დავით ებრალიძე - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ზოგიერთი კანდიდატი საარჩევნო პროგრამებით მანიპულირებს და თანამდებობების შეთავაზებით ვაჭრობს
16:36 07-12-2017
დავით ებრალიძე - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ზოგიერთი კანდიდატი საარჩევნო პროგრამებით მანიპულირებს და თანამდებობების შეთავაზებით ვაჭრობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ზოგიერთი კანდიდატი საარჩევნო პროგრამებით მანიპულირებს და ე.წ. გუნდურობის პრინციპით, თანამდებობების შეთავაზებით ვაჭრობს, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ებრალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„9 დეკემბერს გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის ყრილობა, სადაც ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს აირჩევენ. თუმცა ფაქტია, თავმჯდომარეობის კანდიდატები გულმოდგინედ არ იღწვიან საკუთარი პროგრამების, თუ ხედვების საჯარო დისკუსიებისთვის. მიზეზი არის ის, რომ ადვოკატთა ხმები სხვა გამოცდილი ხერხით უფრო მოიპოვება. ეს არის ე.წ. „გუნდურობით“ მონათლული „ხელი-ხელს ბანს“ პრინციპი. ხმა ხმის სანაცვლოდ, ხმა თანამდებობის სანაცვლოდ, ეს არის რეალური სახე „ერთ გუნდად“ მოსვლის“, - განაცხდა ებრალიძემ.

როგორც დავით ებრალიძემ აღნიშნა, კანდიდატების უმრავლესობა საარჩევნო პროგრამაში დაპირებას იძლევიან სხვადასხვა კომისიების, თუ რეგიონული ორგანოების, ანუ ახალი თანამდებობების შექმნის თაობაზე.

„ეს ძალზე ნეგატიური პროცესია. ადვოკატთა ასოციაცია არ არის ხელისუფლების ანალოგია, სადაც ხმა ეძლევათ პოლიტიკურ ძალებს (გუნდებს). რამდენიც არ უნდა იძახოს გამარჯვებულმა, რომ ჩემთვის ყველა ერთი იქნებაო, დაკნინება ძალაუნებურად გამოვა, რადგან თანამდებობები და სხვა „პრივილეგიები“ ყველასთვის საკმარისი არასდროსაა. ამ პრობლემებზე ხშირად საუბრობს ადვოკატთა დიდი ნაწილი, ესეც არის იმის მიზეზი, რომ მათ უმრავლესობას ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს ასოციაციის მიმართ და არჩევნებზეც არ მიდიან“, - აღნიშნა დავით ებრალიძემ და მოუწოდა ადვოკატებს, მივიდნენ არჩევნებზე, რეალურად მოუსმინონ კანდიდატებს, შეაფასონ მათი შესაძლებლობები და ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება.

პრესკონფერენციაზე დავით ებრალიძემ ასევე ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების დროს დანერგილ სხვა მანკიერ პროცესებზე, კერძოდ, კანდიდატების მიერ ამომრჩეველი ადვოკატების ყრილობაზე სამარშუტო ტაქსებით მოყვანაზე, როგორც ეს პოლიტიკურ არჩევნების დროს არის დანერგილი, საარჩევნო პროგრამების პლაგიატობასა და სხვა პრობლემურ საკითხებზე.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ -პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიავე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი სანკტ-პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რუსეთის ქალაქ სანკტ- პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
„თბილისი მოლში“ ძაღლების გამოფენა გაიმართა
სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლი“ ძაღლების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MY VET.GE-სა
გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის
ხვალ ბარბარობაა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში პირველად,
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა
სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.