არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება
14:27 03-01-2018
დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება 4 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ერთი წევრის შერჩევის მიზნით, საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, განაცხადების მიღება 22 იანვარს დასრულდება.

”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობის წესის“ თანახმად საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) იყოს პროფესიით იურისტი ან ეკონომისტი; ბ) ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; გ) ფლობდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის საბაზისო ცოდნას.

საბჭოს წევრი ვერ იქნება პირი, რომელიც იკავებს საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. შეუთავსებელ თანამდებობად და საქმიანობად ითვლება: ა) შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმება ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველობა/ პრეტენდენტობა/ მიმწოდებლობა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/ პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა; გ) კონსულტაციის გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.

ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა.

განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და გადარჩევას ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს აპარატი.

საბჭოს წევრის კანდიდატის თაობაზე, განაცხადების მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები.

არჩევნების თარიღი დამატებით გამოცხადდება და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, თუკი იგი დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ექნება მასში მონაწილეობის უფლება.

არჩევნების მონაწილეები (არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები) ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ დავების საბჭოს წევრობის მათთვის მისაღებ კანდიდატს.

საბჭოს წევრად დაინიშნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საგულისხმოა, რომ არჩეული კანდიდატი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს წარდგენილ კანდიდატს საბჭოს წევრად.

საბჭოს წევრი აირჩევა 1 წლის ვადით.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისგან. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვირის განმავლობაში 4-5-ჯერ”, - განმარტავენ შესყიდვების სააგენტოში.

ცნობისთვის, საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განიხილეს
 ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სისტემის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის - PEFA-ს პროექტის
ირაკლი პეტრიაშვილი ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
ბაქოში ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის
ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკთან მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები განიხილა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო
ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია - ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ნაძალადევის რაიონის გარკვეული ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.