არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
”ვიზეარში” აცხადებენ, რომ ლარნაკას აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მათი წარმომადგენლები უწევენ დახმარებას, გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე
14:39 03-01-2018
”ვიზეარში” აცხადებენ, რომ ლარნაკას აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მათი წარმომადგენლები უწევენ დახმარებას, გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე კომპანია ”ვიზეარის” განმარტებით, ლარნაკას აეროპორტიდან ქუთაისში მომავალი მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდნენ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე.

”2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი რეისზე W6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდა.

მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითაც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომელიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე. ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე.

მგზავრები გადაიხდიან ფრენის შეცვლის საფასურს და სხვაობას გასული და მომდევნო რეისის ბილეთს შორის, თუკი ასეთი იქნება. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ”ვიზეარი” შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროდან 30 წუთით ადრე”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 9 მოქალაქემ, 20 საათი ლარნაკას აეროპორტში გაატარა და ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის დაბრუნდებიან სამშობლოში. მათი თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და კომპანიას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარიკა დათუკიშვილი - დანამატები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გასულ წლებში არანორმალური რაოდენობით იღებდა, დღეს დააკანონეს
ის დანამატები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გასული წლების განმავლობაში არანორმალური რაოდენობით იღებდა, დღეს დააკანონეს,
NDI - გამოკითხულთა 34%-ის აზრით, ახალი საკრებულოები და მერიები უკეთესად იმუშავებენ, ვიდრე წინამორბედები, 12%-ის აზრით კი - უარესად
NDI-ის გამოკითხულთა 34%-ის აზრით, ახალი ადგილობრივი მთავრობა (იგულისხმება საკრებულოები და მერიები) უკეთესად იმუშავებენ, ვიდრე წინამორბედები.
მოვაჭრეები ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ.
ზურაბ პატარაძემ თურქეთის გენერალურ კონსულთან ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის
ბექა დავითულიანი - მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება,
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი აშშ-ზე ძლიერია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით
NDI - გამოკითხულთა 26 %-ის აზრით, საქართველო სწორი, 39 %-ის მოსაზრებით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანხმად, გამოკითხულთა 39 % ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ირაკლი მუკნიაშვილი უხელმძღვანელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თანამშრომლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი წარუდგინა.
წყლის მონაცემთა მართვაზე შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ინიციატივით, წყლის საინფორმაციო სისტემების
გიორგი მარგველაშვილი მესამე შვილის მამა გახდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე შვილის მამა გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში