არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხზე კონსილიუმის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა
16:00 03-01-2018
ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხზე კონსილიუმის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საზღვარგარეთ მისი ტრანსპორტირების თაობაზე კონსილიუმის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

როგორც ზაზა ლურსმანაშვილმა განმარტა, ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი, რამდენად დასაშვებია თემირლან მაჩალიკაშვილის ტრასპორტირება სააზღვარგარეთ სამკურნალოდ, ვინაიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმე რჩება. მისივე თქმით, კიდევ ერთი კონსილიუმის მოწვევაა დაგეგმილი.

„ჩატარდა კონსილიუმი, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. ჯერჯერობით იყო სიტუაციების გაცნობა, დამატებითი დეტალები განიხილეს, ახლა მიმდინარეობს ამ დეტალების კიდევ უფრო საფუძვლიანად შესწავალა. შემდგომში კიდევ ჩატარდება კონსილიუმი და ამის შემდეგ იქნება უფრო კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. თუ დადგება ტრანსპორტირების საკითხი, ბუნებრივია, ეს მოხდება საჰაერო გზით, ვინაიდან ავტომანქანით მისი გადადგილება რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კონსილიუმს არ მიუღია. იყო ძალიან აქტიური მსჯელობა, ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, ცოტა მოგვიანებით შედგება კონსლიუმი და ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

როგორც ექიმმა განმარტა, ბოლო 24 საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება. მისივე განმარტებით, მკურნალობის პროცესში მოსკოვიდან ჩამოსული ექიმიც არის ჩართული.

„ამ ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ ნეიროქირურგიული ჩარევა და რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდა პაციენტის რეანიმაციულ მოვლაზე“, - განაცხადა ექიმმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის
 რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს,
 „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის
 დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე - ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღიად
 ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის
 თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.
 ხვალ წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას, მამა დავითობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით
 ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს
ქართველმა ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს. ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ
 თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
 კახა კალაძე - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია რამდენიმე დღეში გვეყოლება
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ საერთაშორისო კომპანიის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის