არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს, ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ
17:33 03-01-2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს, ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ ძალიან გთხოვთ, ახმედ ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. იგი მისი შვილის ახმედ ჩატაევთან კავშირსა და ნაცნობობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს. ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდი გაიხსენა, რა დროსაც მისი შვილი თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა. მამა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ამის დასამტკიცებლად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა შეცდომები დაუშვეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, სიმართლის დასამტკიცებლად ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს. „დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ვითარება, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს. ვინც ესროლა და გასცა ეს ბრძანება, ისინი სამუდამო პატიმრობით უნდა გასამართლდნენ. ხელყუმბარის გადაღების საშუალება საიდან მომეცემოდა, როცა იმ დროს ტელეფონი და საერთოდ ყველაფერი ჩამორთმეული მქონდა. ხელყუმბარა იყო საძინებელში, კუთხეში, რომ შევიხედე, საწოლი მთლიანად სისხლიანი იყო, ასევე სისხლიანი იყო ზეწრები, გადასაფარებლები და ის ტელეფონიც, რომელიც თემირლანს ხელში ეჭირა სროლის დროს. რომ მითხრეს, ხელყუმბარა უნდა გაეხსნაო, ვიკითხე, სად არის ხელყუმბარა-მეთქი. მივიხედე და კუთხეში იდო. ხელყუმბარაზე სისხლი ვერ შევნიშნე. ამ დროს კითხვა დავსვი, ტელეფონზე სისხლია და ხელყუმბარაზე არა-მეთქი? მაგათ იმ დღიდანვე უცნაური შეცდომები დაუშვეს. ამას დავამტკიცებ და ეს პირველივე დღეს ვთქვი. ჩემი შვილის უდანაშაულობას დავამტკიცებ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5429 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5429 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს 22 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საქართველოს საგარეო უწყება უზბეკეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის
პროფკავშირების ინფორმაციით, ექიმის უფლებების დასაცავად საქალაქო სასამართლოს მიმართეს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმის,
საკრებულოში თბილისის სიმბოლიკის შესახებ იმსჯელეს
თბილისის საკრებულოში საქალაქო ჰერალდიკის პრინციპების, თბილისის მოქმედი გერბისა და დროშის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე,
ბათუმის მერიის თანამდებობის პირებს და პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ სარგოზე იმსჯელეს.
თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება
თბილისის მერია მომდევნო წლებში 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ bpn.ge-ს განუცხადა.