არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება
17:38 03-01-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა. 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დაემატა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის სასწავლო-საწვრთნელო გემის გადაცემის ოფიაციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში აკადემიაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა, სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ქვეყანას ნამდვილად გვჭირდებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება. სასწავლებელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გემი პრაქტიკულად გამზადებული იყო გასაყიდად, მაგრამ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება.

გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ.

ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ამ დრომდე არ გააჩნდა. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.




InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს.
რატი კაპანაძე - 3 ივნისს მოგვიწევს მეტროპოლიტენის გაჩერება
3 ივნისს მოგვიწევს გადასვლა საგაფიცვო პერიოდზე და მეტროპოლიტენის გაჩერება, - ამის შესახებ მეტრო “რუსთაველთან” მიმდინარე აქციაზე
ლელა ბაქრაძე - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ დღის წესრიგში დააყენა წინა წლების დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების აუცილებლობა 2014 წლის აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით
საქსტატს მაღალი ხარისხის ტექნიკური დახმარება გავუწიეთ იმისათვის, რომ პროცესი მეთოდოლოგიურად გამართული ყოფილიყო, - ამის შესახებ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი გაიმართა.
გიორგი აბაშიშვილმა თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გახსნა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გახსნა.
„რუსთაველის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
„რუსთაველის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე “ერთობა-2013"-ის და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.
შშმ და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან
საკრებულოში „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე საჯარო განხილვა გაიმართა
თბილისის საკრებულოში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
“ვარდების რევოლუციის მოედნისთვის” სახელის გადარქმევის საკითხს ხვალ თბილისის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისია ხელახლა განიხილავს
“ვარდების რევოლუციის მოედნისთვის” პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს ხვალ თბილისის საკრებულოს
სალომე ზურაბიშვილი - ვარდების რევოლუციის მოედანს დამოუკიდებლობის სახელი უნდა ეწოდოს
თბილისის საკრებულოში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე პარლამენტის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა