არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
ისრაელის პრეზიდენტი ილია მეორეს - თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში
20:30 03-01-2018
ისრაელის პრეზიდენტი ილია მეორეს - თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ულოცავს. ისრაელის პრეზიდენტმა პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელიც საპატრიარქომ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

”ისრაელის სახელმწიფოს სახელით, პატივი მაქვს, მივულოცოთ თქვენს აღმატებულებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მოღვაწეობის მეორმოცე წლის იუბილე. ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში, რაც დამახასიათებელია თქვენი ერისთვის.

ჩვენს ორ ერს შორის ურთიერთობები ითვლის 2600 წელზე მეტს. ებრაელი ერის წევრები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ თქვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში, ინაწილებდნენ რა თბილ ძმურ ურთიერთობას ქართველ ხალხთან ერთად. მრავალ საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, ვინც დაბრუნდა თავის ისტორიულ ებრაულ სამშობლოში და გახდა ისრაელის მოქალაქე, ახლა შეუძლია იმსახუროს როგორც მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების მაკავშირებელმა ხიდმა ჩვენს ორ ერს შორის.

მე თბილად ვიხსენებ ჩემს ოფიციალურ ვიზიტს თბილისში ამ წლის იანვარში. ისრაელსა და საქართველოს აქვთ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და მჯერა, რომ ამ ვიზიტმა ხელი შეუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. მჯერა, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ამ მეგობრობის გასაძლიერებლად. მოველი, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კეთილი ურთიერთობები მომავალში გაფართოვდება.

იერუსალიმიდან, ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქიდან, რომელიც წმინდაა ებრაელთათვის და ყველა ქრისტიანისთვის, ნება მომეცით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულთბილი სალამი და კეთილი სურვილები თქვენ, თქვენო აღმატებულებავ და საქართველოს მთელ ხალხს ახალი 2018 წლისთვის”, - ნათქვამია რივლინის წერილში.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ხვალ ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ხვალ ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვენ.
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.
გიორგი ჭანტურიას და - მამაჩემი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული
გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, მამამისი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, აპარატზეა მიერთებული.
ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო
მოსამართლე ”ბასიანის” საქმეზე - ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა, არ იყო ნასამართლევი - საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს
კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში, ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.
დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ურთიერთობას გავაღრმავებთ
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმატება, რომელსაც ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიაღწია და ჩვენ მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციასთან ურთიერთობას გავაღრმავებთ,
საქართველო მადრიდის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა
საქართველოსთვის ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა.
აკაკი ზოიძე - შრომით უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავიზიაროთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებით საქართველომ ევროპული გამოცდილება უნდა გაიზიაროს. მისივე თქმით,